დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (დმანისის სიონი )

Georgia / Kvemo Kartli / Kazreti /
 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (დმანისის სიონი ) მდებარეობს ქალაქის (ნაქალაქარის) ცენტრში, შიდა ციხის ქვემოთ. ის სამეკლესიანი ბაზილიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. ეკლესიის გარე ზომებია: სიგრძე (დასავლეთის კარიბჭის გარეშე – 23 მ, სიგანე – 20, 5 მ, მარტო შუა ეკლესიისა – 12 მ.). როგორც ყველა სამეკლესიან ბაზილიკაში, შიგნით ნავები ერთმანეთისგან კედლებითაა გათიშული. სამი წაგრძელებული სადგომი ერთმანეთის გვერდით დაკავშირებულია კარებით. შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე მაღალი და ფართოა, რის გამოც გარედან შენობას ნამდვილი ბაზილიკის იერი აქვს.
თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის
გადაკეთებული.ეკლესიის მთავარი და გვერდითი ნავები ნაშენია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის,ასევე სხვადასხვა ფერის ტუფის ქვის კვადრებით, უხეშად დამუშავებული ბაზალტის ქვებით და ე.წ. „ქართული აგურით“. ეკლესიის კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილი − ნაგებობის კუთხეები, აფსიდის ნაპირები და სხვ., ამოყვანილია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით.გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით. სარკმლები შემოსილია წითელი თირის კვადრებით.
სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩასმულია წითელი ქვა, რომლის ცალ პირზე გამოქანდაკებულია ბოლნური ჯვარი კვარცხლბეკიან მედალიონში.
სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთის მხრიდან – სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა – საკურთხეველში შემორჩენილია XIII-XIV სს-ის მოხატულობა: წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. საკურთხევლის სამხრეთ კედელში პატარა თლილი ფილაქანია საინტერესო ბარელიეფით: − ანფასში მდგარი ორი მამაკაცი და მათ შორის მაღალ ბუნზე აღმართული ტოლმკლავებიანი ჯვარი,რომელიც თითქმის კაცის სიმაღლისაა. ჯვრის ბუნი დაბალ კვარცხლბეკზე დგას. მამაკაცის ორივე ფიგურას მარჯვენა ზეაღმართულ ხელში სავარაუდოდ სამფურცლა ყვავილი უჭირავს.ორივე მამაკაცს ერთნაირი ქუდი ახურავს, მოყვანილობით ჰგავს საფარის ფრესკებიდან ცნობილი ათაბაგების თავსაბურავს (XIII-XIV სს).ყველაფერი ჩასმულია სადა ჩუქურთმიან ჩარჩოში.
დმანისის სიონის ორ კართაგან ერთ-ერთი, დასავლეთის, თავდაპირველად მაღალი თაღოვანი შესასვლელი უნდა ყოფილიყო, რომელიც შემდგომში საგრძნობლად დაუპატარავებიათ. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ეკლესიას დასავლეთის მხრიდან განსხვავებული მოყვანილობისა და სტილის ნაგებობა − დასავლეთის კარიბჭე მიაშენეს (XIII საუკუნის 10-20-იანი წლები, მეფე ლაშა გიორგის (1210-1223) მეფობის ხანა).
საკუთრივ დმანისის სიონის მთავარი ტაძრის თავდაპირველი აშენების თარიღის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ერთ-ერთი გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, დმანისის ძველი, VI საუკუნის ეკლესიის ადგილას ახალი, დღევანდელი დმანისის სიონის მთავარი ნაგებობა IX საუკუნეში აუგიათ.
2006 წლის დმანისის სიონის არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე და სამხრეთი მინაშენში ჩაშენებულ, წითელი ტუფის ორ კვადრზე ამოკვეთილ ქართულ ასომთავრულ წარწერის ახლად წაკითხვის შედეგად(2015-2016 წწ.) ვარაუდობენ,რომ დღეს არსებული ტაძრის სახით დმანისის სიონის თავდაპირველი აგება XII საუკუნის I ნახევრში უნდა განხორციელებულიყო.XIII საუკუნის I ნახევარში, როგორც ჩანს, ტაძარი კვლავ განახლდა და ინტერიერის გარკვეული მონაკვეთები ფრესკებით ხელმეორედ
შეიმკო. სწორედ ამ დროს მოხდა მასზე დასავლეთი კარიბჭის მიშენება.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულებით ტაძარს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ჯიმშერ ჩხვიმიანი "შუა საუკუნეების ქალაქ დმანისის მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და
კონფესიური სტრუქტურის საკითხები(ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა):1.2. ნაქალაქარ დმანისის ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები − დმანისის სიონი (გვ.28-60):
eprints.iliauni.edu.ge/10266/1/%E1%83%AF%E1%83%98%E1%83...

dmanisis naqalaqari (muzeum-nakrZali)(qvis xana - XVIII s):
www.dzeglebi.ge/dzeglebi/d/dmanisi.html
საარქივო ფოტოებით"დმანისის სიონი": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°20'10"N   44°20'33"E
  •  60 კმ
  •  520 კმ
  •  631 კმ
  •  700 კმ
  •  778 კმ
  •  841 კმ
  •  921 კმ
  •  924 კმ
  •  1043 კმ
  •  1102 კმ
This article was last modified 4 წლის წინ