ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი– დინამო არენა (თბილისი)
Georgia /
Tiflis /
Tbilisi /
თბილისი /
Tsabadze Street
World
/ Georgia
/ Tiflis
/ Tbilisi
, 0 კმ ცენტრიდან (Тбилиси)
მსოფლიო / საქართველო / თბილისი
სტადიონი, საფეხბურთო სტადიონი, 1936_construction (en), 1976_construction (en)
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, ასევე უბრალოდ ეროვნული სტადიონი, ყოფილი დინამოს სტადიონი, მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონია თბილისში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. აგებულია 1976 წელს არქიტექტორი გია ქურდიანის პროექტით. აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.
სტადიონზე პირველი ოფიციალური მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა. ეს იყო უეფას თასზე შეხვედრა თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3:0.
სტადიონმა მისი არსებობის პირველივე წლებში მრავალ ბრწყინვალე თამაშს უმასპინძლა დინამოს 1978-79 წლების ტრიუმფის პერიოდში. ანთებული ჩირაღდნებით 1981 წელს სტადიონზე 80.000 გულშემატკივარი მოვიდა უეფას თასების მფლობელთა თასის ჩემპიონატში გამარჯვებული თბილისის დინამოსთვის მოსალოცად.
სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. ასევე მოსკოვის სპარტაკი და დინამო კიევი ამ მოედანს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის დინამოსა და კოლხეთს შორის 100.000 გულშემატკივარი დაესწრო. თუმცა რეკორდული დასწრება 1979 წელს იყო თამაშზე დინამოსა და ლივერპულს შორის, რომელსაც 110.000 მაყურებელი ესწრებოდა და თბილისის გამარჯვებით დასრულდა (3:0). საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის სტადიონი საშუალო დასწრებით რეკორდსმენი იყო (45.000 მაყურებლით). რეკორდული მაჩვენებლი განმეორდა 1995 წელს საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას (110.000).
1995 წელს სტადიონს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძის სახელი დაერქვა. 2006 წელს სტადიონს რემონტი ჩაუტარდა და უეფას ახალი მოთხოვნების მიხედვით მას მხოლოდ დასაჯდომი ადგილები აქვს. შესაბამისად, მისი ტევადობა შემცირდა 55.000-მდე. მეორე იარუსის სკამების უმეტესობა გადახურულია. ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში
ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83...
www.goli.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=&sec_id=6&tid=...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ბორის_პაიჭაძის_ეროვნული_სტა�%
Nearby cities:
კოორდინატები: 41°43'22"N 44°47'22"E
- მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 3.9 კმ
- ვიტალი დარასაელიას სახელობის დინამოს აკადემია 6.4 კმ
- ცენტრალური სტადიონი 248 კმ
- სტადიონი "ფაზისი" 263 კმ
- მშენებარე სტადიონი 264 კმ
- ტრაბზონსფორს მეჰმედ ალი ილმაზი დაწესებულებაში 426 კმ
- ტრაბზონსფორს ქადირ ოზჯან ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი 431 კმ
- ოლიმპიური სტადიონი "ფიშტი" 438 კმ
- სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი 461 კმ
- დონბას არენა 891 კმ
- მუშტაიდის პარკი 0.3 კმ
- სამხედრო პოლიცია 0.8 კმ
- ზოოპარკი 1.5 კმ
- თბილისი 1.6 კმ
- ჩუღურეთი 1.6 კმ
- დიდუბე 1.8 კმ
- ვაკე 3.1 კმ
- საბურთალო 5 კმ
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი 23 კმ
- თრიალეთის ქედი 66 კმ