მუშტაიდის პარკი (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი
 პარკი  Add category

თბილისის ერთ-ერთი უძველესი მუშტაიდის პარკი XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. ამ ადგილას 5 ჰექტარ ფართობზე პირველი ბაღი 1828 წელს ირანიდან საქართველოში ჩამოსულმა მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზიმ გახსნა. იგი ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი-მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისგან წარმოსდგა ბაღის სახელიც-მუშტაიდი. ამავე ბაღშია დაკრძალული მისი დამაარსებლის ქართველი მეუღლე. 1845 წელს მირ ფეთეხ-აღა თავრიზში დაბრუნდა, ხოლო მისი ბაღი მდიდარმა მემამულემ შეისყიდა.
1853 წლიდან ბაღი სახაზინო კუთვნილება გახდა. აქ ყოველდღიურად იმართებოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები თუ სპექტაკლები. მუშტაიდის ბაღი თავშეყრის, გართობისა და დასვენების ცენტრად იქცა.
1887 წელს ბაღის ტერიტორიაზე ნიკოლოზ შავროვის ხელმძღვანელობით კავკასიის საააბრეშუმო სადგური დაარსდა. სადგურის კომპლექსი, რომელმაც ჩვენამდე დანგრეული სახით მოაღწია, 1892 წელს აიგო. შემორჩენილია კომპლექსის მთავარი ნაგებობა, რომელშიც ,,აბრეშუმის სახლის” მეაბრეშუმეობის მუზეუმი, ბიბლიოთეკა და მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრია განთავსებული.
მუშტაიდის ბაღში 1935 წელს გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. ბაღში მოქმედებდა თეატრი, ღია ესტრადა, კაფე-რესტორანი, ბავშვებისათვის რკინიგზის გარდა, სხვადასხვა ატრაქციონი ფუნქციონირებდა.
უახლოეს მომავალში მუშტაიდის ბაღის განახლება-კეთილმოწყობა იგეგმება. იგი აღიდგენს თავის თავდაპირველ ფუნქციებს. ბაღში ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს დასვენებასა და გართობას.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°43'20"N   44°47'10"E

Comments

  • kargi iqneboda sabavSvo rkinigzis potoebi (zvelic da axalic) rom daedo vinmes. kargi reklama iqneboda mushtaidistvis.
This article was last modified 8 წლის წინ