საბადურის ტყე

Georgia / Kvemo Kartli / Didi Lilo /
 ტყე, საინტერესო ადგილები, დაფარული (უკონტურო) ობიექტი, green area (en), ღირსშესანიშნაობა ტურისტებისათვის

საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.

საბადურის ტყე წლის ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, თუმცა ზამთარში და შემოდგომაზე განსაკუთრებით ჯადოსნურია. აალებული ტყე, ფერების კორიანტელი, ხმელი, მსუბუქად აშრიალებული ფოთლების სუნი და ხეტიალი ფოთოლცვენაში - რა შეიძლება იყოს უფრო აღმაფრთოვანებელი შემოდგომის მზით გაჯერებულ დღეს, როცა ქალაქის მტვერსა და აურზაურს გაურბიხარ. სწორედ ასეთია საბადურის ტყე შემოდგომაზე. აქაურობა ზამთარშიც საოცრებათა სამყაროს გავს. თოვლით დაბურული ტყე ზამთრის ყინულოვანი ბრწყინვალებით ზღაპრის გმირად გაგრძნობინებს თავს. სიჩუმე, თოვლის შრაშუნი ფეხქვეშ, ყინულის კრისტალებზე არეკლილი მზის სხივები და მომნუსხველი პეიზაჟები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აგავსებთ. ზამთრის საბადურის ტყე, ეს არის ზღაპრული მოგზაურობა ბავშვობის ოცნებებსა და ფანტაზიებში.

georgiantravelguide.com/ka/sabaduris-tqe
Nearby cities:
კოორდინატები:   41°54'7"N   44°54'52"E
This article was last modified 4 წლის წინ