ზოოპარკი (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / მერაბ კოსტავას ქუჩა, 64
 პარკი, ზოოპარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი, დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ყოფილი სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა. თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილია კავკასიისათვის, კერძოდ, საქართველოსათვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები: ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, ირემი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და სხვა. აქ გაშლილია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. მიღებულია ჯიხვისა და შინაური თხის ჰიბრიდი — ჯიხვთხა, შესწავლილია სხვადასხვა ცხოველის (ირემი, შველი, ჯიხვი, კვერნა, წითელი იხვი, ორბი, გიურზა და სხვა) ბიოლოგია. თბილისის ზოოლოგიურ პარკში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობას ეწეოდნენ ი. ჯანდიერი, მ. რჩეულიშვილი, დ. აგლაძე და სხვები. მაიმუნების ფსიქიკასა და სხვა თავისებურებებს სწავლობდნენ ივანე ბერიტაშვილი, ნ. ძიძიშვილი და სხვები. 1931 ზოოპარკში დაარსდა პარაზიტოლოგიის ლაბორატორია. ამავე დროს შეიქმნა ზოოლოგიური მუზეუმიც. 1935 წელს ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკში დაარსდა ბიოლოგიური სადგური, რომელიც 1938 წელს თსუ-ს გადაეცა. თბილისის ზოოლოგიური პარკის მეცნიერ მუშაკები აქვეყნებდნენ სამეცნიერო ნაშრომებს.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°42'46"N   44°46'36"E

Comments

  • თბილისის ზოოლოგიური პარკი, დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ყოფილი სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა. თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილია კავკასიისათვის, კერძოდ, საქართველოსათვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები: ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, ირემი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და სხვა. აქ გაშლილია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. მიღებულია ჯიხვისა და შინაური თხის ჰიბრიდი — ჯიხვთხა, შესწავლილია სხვადასხვა ცხოველის (ირემი, შველი, ჯიხვი, კვერნა, წითელი იხვი, ორბი, გიურზა და სხვა) ბიოლოგია. თბილისის ზოოლოგიურ პარკში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობას ეწეოდნენ ი. ჯანდიერი, მ. რჩეულიშვილი, დ. აგლაძე და სხვები. მაიმუნების ფსიქიკასა და სხვა თავისებურებებს სწავლობდნენ ივანე ბერიტაშვილი, ნ. ძიძიშვილი და სხვები. 1931 ზოოპარკში დაარსდა პარაზიტოლოგიის ლაბორატორია. ამავე დროს შეიქმნა ზოოლოგიური მუზეუმიც. 1935 წელს ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკში დაარსდა ბიოლოგიური სადგური, რომელიც 1938 წელს თსუ-ს გადაეცა. თბილისის ზოოლოგიური პარკის მეცნიერ მუშაკები აქვეყნებდნენ სამეცნიერო ნაშრომებს. das ist im georgian
This article was last modified 6 წლის წინ