ეკლესია ნასოფლარ ფირფიჯანში

Georgia / Kvemo Kartli / Kazreti /
 ნანგრევები ( რუინები ), მართლმადიდებლური ეკლესია

ეკლესია დგას მდ. ფოლადაურის ხეობაში, მდინარის მარცხენა მხარეს, მაღალი კლდის ქიმზე (ასასვლელი არის ადგილობრივი მოსახლის, მაზახირას ბინიდან, ამიტომ მოსახლეობაც ასე ეძახის ამ ადგილს). ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე, ამ ადგილას გვიან შუა საუკუნეებში სოფელი ფირფიჯანია აღნიშნული. ნასახლარი ბუდეები ეკლესიის სამხრეთით, მდინარის მარცხენა მხარეს, მთის ძირში დღემდეა შემორჩენილი.
ეკლესია დარბაზულია (4.4X6.5 მ). აგებულია კლდის მასივზე ადგილობრივი კლდის ფლეთილი ქვით. კუთხეებში შედარებით გათლილი კვადრებია გამოყენებული, ასეთივე ქვაა ნახმარი აფსიდის მხრების ამოსაყვანად. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი არქიტრავითაა დასრულებული. წირთხლებში საურდულე ფოსოებია გაკეთებული. ეკლესიას აღმოსავლეთ კედელში ორივე მხრიდან თაღოვანი სარკმელი აქვს. დასავლეთის კედელი ყრუა, ხოლო სამხრეთ კედელში სარკმლის არსებობა ამჟამად აღარ იკითხება. კედლები ქვის თარო კარნიზით იყო დასრულებული. აფსიდა ნახევარწრიულია მხრით გამოყოფილი. შემოსდევს ჩამოსაჯდომი ხარისხი. აფსიდაში მხოლოდ სარკმელია. ნიშები არ აქვს. მხრები პროფილირებული კაპიტელებითაა დასრულებული, რომელზეც კონქის საბჯენი ტრიუმფალური თაღია გადაყვანილი. მხრებთან, გრძივ კედლებში კამარის საფეხურის დონეზე მცირე ზომის სწორკუთხა ნიშები თუ ფოსოებია გაკეთებული. კამარა კედლებს ეყრდნობოდა. კედლები შიგნიდან საგულდაგულოდ შელესილია და მოსახატად გამზადებული.
ეკლესიის სამხრეთით სამი სენაკის კვალია შემორჩენილი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებითაა აგებული ფლეთილი ქვით.
ეკლესიასა და სენაკებს გარშემო ქვის გალავანი შემოსდევდა, რომელიც მიწის პირზეა შემორჩენილი.
ეკლესია უსტატუსოდაა.
ეკლესია ნასოფლარ ფირფიჯანში:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°18'17"N   44°31'4"E
  •  60 კმ
  •  534 კმ
  •  644 კმ
  •  715 კმ
  •  788 კმ
  •  845 კმ
  •  930 კმ
  •  935 კმ
  •  1056 კმ
  •  1114 კმ
This article was last modified 1 წლის წინ