წინანდლის წმ.გიორგის ეკლესია (წინანდალი)

Georgia / Kakheti / Telavi / წინანდალი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

წმ. გიორგის ეკლესია წარმოადგენს ე. წ. „თავისუფალი ჯვრის ტიპის" გუმბათოვანი ტაძრის ნაირსახეობას. შენობის ბირთვი გეგმით კვადრატული ჯვრული კამარით გადახურული სივრცეა, რომელსაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან შედარებით დაბალი, ვიწრო სივრცეები ერთვის. მათ შორის აღმოსავლეთით მდებარე, საკუთრივ საკურთხეველი, შიგნიდან ნახევარწრიულია, ხოლო გარედან ხუთწახნაგოვანი. დასავლეთისა კი - სწორკუთხაა (შენობის გარეთაა ზომები ღერძებზე: სიგრძე - 15.2 მ, სიგანე - 8 მ). დასავლეთ ეკლესიას დასავლეთიდან ეკვრის კვადრატული გეგმის, სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი კარიბჭე, რომლის სახურავზე, ადრე, მცირე ზომის სამრეკლო იქნებოდა დადგმული (შემორჩენილი იყო საფუძვლის ნაშთი).
ეკლესია ნაშენია კვადრატული აგურით, ალაგ-ალაგ (ძირითადად ქვედა ნაწილებში), წვრილი რიყის ქვის, სწორხაზოვანი რიგების ჩართვით.
შესასვლელი სამია: ცენტრალური ნაწილის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში - ერთმანეთს მოპირდაპირედ. ხოლო დასავლეთით - „მკლავის“ ცენტრში.
2007-2008 წლებში, სოფლის გამგეობის თაოსნობითა და მაცხოვრებელთა შეწევნით, ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: ინტერიერი და ფასადები გაიწმინდა და გაჭვარტლული ნალესობისგან აღდგა კედლების მონგრეული ნაწილები და ლავგარდანი .კარიბჭეზე დაიდგა ახალი თუნუქის, პირამიდისებრი სახურავით გადახურული, რვაწახნაგოვანი სამრეკლო. ეკლესიის თითოეული ნაწილი გადაიხურა თუნუქის დამოუკიდებელი სახურავით. კეთილმოეწყო ეზო და იგი რიყის ქვის გალავნით შემოიფარგლა.
სამწუხაროდ დღემდე ეკლესია სტატუსის გარეშეა.
ეკლესია "წმ. გიორგი": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ფოტოები დავით უტიაშვილისა.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°53'38"N   45°34'26"E
  •  197 კმ
  •  1090 კმ
  •  1270 კმ
  •  1326 კმ
  •  1334 კმ
  •  1409 კმ
  •  1579 კმ
  •  1634 კმ
  •  1874 კმ
  •  1880 კმ
This article was last modified 3 წლის წინ