ხაშმის (კაწარეთის) წმ. სამების ეკლესია და დედათა მონასტერი

Georgia / Kakheti / Sagarejo /
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

ხაშმი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარცხენა მხარეს.ზღვის დონიდან 770 მეტრი. საგარეჯოდან 14 კმ-ში.
სოფ. ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით. XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ხაშმის სამება ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია კაწარეთის სახელწოდებით.
ხაშმის სამება( ადრე მას კაწარეთის სამებას უწოდებდნენ) გადმოცემით აშენებულია ვახტანგ გორგასლის მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვახტანგ გორგასალი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა სამება დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანათ დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წმიდა სამების სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა.
კაწარეთის სამების საეპისკოპოსო კათედრალის დაარსების თარიღი დღემდე არაა დადგენილი. 506 წელს დვინში გამართულ სომეხ-ქართველთა საეკლესიო კრების ოქმებში აღნიშნულია 24 ქართველი ეპისკოპოსის სახელი, მათ შორის მოიხსენიება კაწარელი ეპისკოპოსი ზაქარია.
ხაშმის (კაწარეთის) სამების ეკლესია - როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენჯერმე საფუძვლიანად არის გადაკეთებული.
ხაშმის სამება ძალიან გავს თბილისის ანჩისხატის ეკლესიას იმ განსხვავებით, რომ იგი ერთ-ნახევარჯერ დიდია მასზე.
სამებაში შემონახულია უნიკალური ფრესკები, რომლებიც 1518 წლით თარიღდება.
ტაძარს 2007-2008 წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ტაძარი არის მოქმედი და ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.
სურათებით: novators.ge/dzeglebi.php?id=30
სამების ეკლესია. კაწრეთის სამების კომპლექსი;
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
კოშკი. კაწრეთის სამების კომპლექსი :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

კოშკი-სამრეკლო. კაწრეთის სამების კომპლექსი:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
საეპისკოპოსო სასახლე. კაწრეთის სამების კომპლექსი:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.სტატია:"წმინდა ნინოს გზა " ( გელა ქოქოიაშვილი ):
www.versia.ge/index.php/2013-07-31-11-23-15/item/2246-%...

იხ.ვიდეო:სამების ეკლესია: www.facebook.com/xashmi/videos/2280310362056309/
Nearby cities:
კოორდინატები:   41°47'37"N   45°13'3"E

Comments

  • http://church.ge/index.php?showtopic=5826&pid=457804&mode=threaded&show=&st=&#entry457804
  •  226 კმ
  •  1102 კმ
  •  1280 კმ
  •  1350 კმ
  •  1351 კმ
  •  1423 კმ
  •  1594 კმ
  •  1656 კმ
  •  1900 კმ
  •  1905 კმ
This article was last modified 4 წლის წინ