შტორის /ტურის ციხის კომპლექსი

Georgia / Kakheti / Kvareli /
 ციხე-სიმაგრე, ნანგრევები ( რუინები ), მართლმადიდებლური ეკლესია

შტორის ციხე — მდინარეების ალაზნისა და ჩელთის შესართავიდან ოდნავ ქვემოთ, მდინარე ალაზნის მარცენა ნაპირას, ფლატის თავზეა. თარიღდება IX-X საუკუნით. ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ს მიხედვით შტორის ერისთავი იყო მფლობელი მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიისა:
„შტორის ხევიდან მაის წელამდე ალაზნის რომელ არს აწ გაღმა-მხარი.“
„მატიანე ქართლისაის“ ცნობით 1039-1040 წწ. ბაგრატ IV-ს მიქელ-გაბრიელის მთასთან ბრძოლის დროს, პანკისის, ხორნაბუჯის და მაჭის ერისთავებთან ერთად, დაუტყვევებია „ჯედი, დისწული გოდერძი შტორის ერისთავისა და მაჭელი“. დ. მუსხელიშვილს ანა დედოფლისეულ ხელნაწერზე რომელშიც გოდერძი მოხსენიებულია „ტურის“ ერისთავად, საერისთავოს სახელწოდებად ტური უფრო მართებულად მიაჩნია და ციხეს ტურის ერისთავების რეზიდენციადაც თვლის.
ციხე აგებულია გორაკზე, რომელიც აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშრალი ხევებითაა მოსაზღვრული. დასავლეთიდან მდინარე ალაზნის ფლატით. ციხის გალავანი გორაკის თავს გასდევს. ციხე ორი მონაკვეთისგან შედგება: სამკუთხა მოხაზულობის ციტადელისა და გალავნით შემოფარგლული ეზოსგან, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას მცირე დარბაზული ეკლესია (5,2X6,7 მ) თანადროული მინაშენებით სამხრეთიდან და დასავლეთიდან.ეკლესიის დასავლეთ შესასვლელთან, მოგვიანებით, აუგიათ სამრეკლო, რომლის ერთი ბოძიღაა (1X1 მ) შემორჩენილი.
ციხის გალავნისგარეთ 0,4 კმ-ზე, დგას XVII-XVIII საუკუნეებში აგებული დარბაზული (11X6,3 მ) ეკლესია. იგი ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. აქვს სამი შესასვლელი: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა პილასტრების წყვილითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორადაა გაყოფილი. ეკლესიის კედლები გარედან ბათქაშითაა გასწორებული. დასავლეთ ფასადის სამხრეთ ნაწილში, მიწიდან 1 სიმაღლეზე მოწყობილია მცირე, ოთხუკთხა ნიშა, ხოლო ფრონტონზე, საფეხუროვან ბაზისზე დაყრდნობილი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული.
შტორის ციხის კომპლექსი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°55'35"N   45°41'52"E
  •  187 კმ
  •  1086 კმ
  •  1266 კმ
  •  1318 კმ
  •  1328 კმ
  •  1404 კმ
  •  1574 კმ
  •  1627 კმ
  •  1866 კმ
  •  1871 კმ
This article was last modified 4 წლის წინ