ფსიტის (ფეიტანის) ციხე
Georgia /
Kakheti /
Telavi /
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Telavi
ციხე-სიმაგრე, ნანგრევები ( რუინები ), ღირსშესანიშნაობა ტურისტებისათვის
ფსიტის ციხე (როგორც გიორგი ჩუბინაშვილი წერს მეორე სახელიც ქონია - ფეიტანი). მდებარეობს ფსიტისხევში (რომელიც თურდოსხევს უერთდება სამხრეთიდან) მდებარე კლდოვან ქედზე. ფსიტის ციხე პირველად კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (XVI საუკუნის II ნახევარი) ერთ-ერთ საბუთშია ნახსენები. როგოორც ჩანს, იგი ამ დროს განახლებულა. პროფესორ დავით მუსხელიშვილს საქართველოს ისტორიის ატლასზე ის XIV საუკუნიდან აქვს დატანებული, მაგრამ შეუძლებელია მანამდე სხვა ბასტიონი არ მდგარიყო. ფსიტის ციხე აღმართულია გომბორის ქედის ჩრდილოეთ შტოზე ანუ შუა მთაზე, რომელიც უძველეს დროში კახეთს ჰერეთიდან გამოყოფდა და პირობით საზღვარს წარმოადგენდა. ფსიტის ციხე უჯარმა-ბოჭორმა-გულგულა-ლოპოტას სიმაგრეთა ჯაჭვის შუა რგოლი უნდა ყოფილიყო XIV საუკუნემდე. გარდა ამისა, მას თურდოს ხეობაში გამავალი კახეთის შიდა გზაც უნდა გაეკონტროლებინა. ფსიტის ციხე პირველად ალბათ 1399 წელს დაანგრიეს თემურ ლენგის შემოსევების დროს, როდესაც მან ბოჭორმიდან თელავისკენ ილაშქრა. როგორც ირკვევა ალექსანდრე II-ს აღუდგენია 1587წელს. ხოლო მეორეთ ალბათ უკვე 1619 წელს დაანგრიეს როდესაც შაჰ-აბასმა ილაშქრა კახეთზე.
იხ.ფოტოებით:ფსიტის ციხე – ფენომენალური სიძველე! :
sosomikeladze.wordpress.com/2014/07/23/%E1%83%A4%E1%83%...
იხ.ფოტოებით:ფსიტის ციხე – ფენომენალური სიძველე! :
sosomikeladze.wordpress.com/2014/07/23/%E1%83%A4%E1%83%...
სტატია Wikipedia–დან: https://ka.wikipedia.org/wiki/ფსიტის_ციხე
Nearby cities:
კოორდინატები: 41°51'38"N 45°21'52"E
- ქარხანა 44 კმ
- ზემო მაღაზანა 45 კმ
- მღვიმე (საბერეები) 45 კმ
- ქესამანი 71 კმ
- ბაღანის აირამი 88 კმ
- ყიზილგაჯილი 90 კმ
- იუხარი ასქიპარა 93 კმ
- კაიანი 95 კმ
- სოვულუ 95 კმ
- ბარხუდარლი 97 კმ
- ცივის ქედი 1.9 კმ
- თეთრიწყლების თემი 4 კმ
- მდ.კისისხევი 7.1 კმ
- ჯაგნის ველი 10 კმ
- მარიამჯვრის ნაკრძალი 10 კმ
- ზემო ხოდაშნის თემი 12 კმ
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 22 კმ
- თელავის მუნიციპალიტეტი 24 კმ
- ახმეტის მუნიციპალიტეტი 34 კმ
- გურჯაანის მუნიციპალიტეტი 35 კმ