მატნის ჩოლოყაშვილების ციხე-სიმაგრის კომპლექსი (მატანი)

Georgia / Kakheti / Akhmeta / მატანი
 ციხე-სიმაგრე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

სოფელ მატნის განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალი მთის ძირას, თითქმის დავაკებულ ფერდობზე მდებარე მატნის ციხე ერთდროული ნაგებობაა, აუგიათ კახეთის თავადებს, ჩოლოყაშვილებს XVIII საუკუნის შუა წლებში. ციხე კომპლექსური ნაგებობაა და მოიცავს თავად ციხე-სიმაგრეს, სხვადასხვა დანიშნულების ორ ნაგებობას, სასახლეს, ეკლესიას და კოშკებს.
ციხე გეგმით არასწორი ოთხკუთხედია (50 X 55 მ), რომლის ოთხივე კუთხეში 3 სართულიანი ცილინდრული კოშკებია (გოდოლები) აღმართული. ციხის გალავანი მაღალია - ძირითადად ორიარუსიანი, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შიგნით, გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიდგმული ყოფილა საცხოვრებელი ნაგებობები, ხოლო ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე ორსართულიანი ჩოლოყაშვილების სასახლე (15 x 6 მ) ორსართულიანი ყოფილა., რომელიც ამჟამად დანგრეულია(შემორჩენილია კედლის ნიშები, თაღები, ბუხრები).ამ ადგილას გალავანი სამიარუსიანია. კედელში სხვადასხვა ზომის ნიშებია. სასახლეს ბანური სახურავი ჰქონია, რომლის ზემოთ, გალავნის მესამე იარუსზე, მრავალი ცალმაგი და ორმაგი სათოფურია. სათოფურები კედლის დანარჩენ ნაწილშიცაა.
ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ (მთავარ) შესასვლელს ძირს დახრილი ორი სათოფური იცავდა, ხოლო დასავლეთ (სათადარიგო) კარს მაღლა დატანებული ერთი სათოფური. სამხრეთ შესასვლელს სწორკუთხედში ჩასმული ნახევარწრიული თაღი აქვს. თაღის თავზე აგურის წყობის შეღრმავებით, ჯვარია გამოსახული, გვერდებზე - რომბებია.
ციხის ეზოს შუა ნაწილში დგას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. იგი გეგმით სწორკუთხა დარბაზული ნაგებობაა (10,9 X 7,7 მ). ის რესტავრირებულია. მას შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის დარბაზი ისრული კამარითაა გადახურული, რომელიც საბჯენ თაღებზეა დაყრდნობილი. განათება ხდება ყოველ მხრიდან თითო სარკმლის საშუალებით. ნახევარწრიულ აბსიდში სარკმლის მარცხნივ ორი ნიშია. ეკლესიის ფასადები მარტივია. ისინი, ისე როგორც შიგნით, ნაგებია ყორე ქვით და რიყის ქვით, კირის დუღაბზე. ფასადებზე მცირედ, და შიგნით კამარაზე და თაღებზე ნახმარია აგური. კედლები შელესილი ყოფილა. რაც შეეხება მორთულობას: ორივე შესასვლელი ისრული თაღითაა გადახურული და მთლიანად შესასვლელები მაღალ სწორკუთხა ჩარჩოებშია ჩამჯდარი. თაღების ჰორიზონტზე კი თითო რომბია გამოსახული. ეკლესიის სახურავი კრამიტითაა დახურული.
ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წყაროა.
2006 წელს კომპლექსს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
"ჩოლოყაშვილების ციხე":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"ჩოლოყაშვილების კარის ეკლესია ":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.უსურათოდ "სასახლე ":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.უსურათოდ"გალავანი და კოშკები":memkvidreoba.gov.ge//immovable/immovableObject?id=20028
ფოტოები (5,6,7) ელდარ ჭიჭიაშვილისა.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°4'49"N   45°11'15"E
  •  208 კმ
  •  1070 კმ
  •  1248 კმ
  •  1321 კმ
  •  1324 კმ
  •  1392 კმ
  •  1562 კმ
  •  1628 კმ
  •  1874 კმ
  •  1880 კმ
This article was last modified 3 წლის წინ