თელავის გორიჯვრის წმ.გიორგის ეკლესიის ტერიტორია (თელავი)

Georgia / Kakheti / Telavi / თელავი
 ციხე-სიმაგრე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია
 Upload a photo

გორიჯვრის ციხე-გალავანი თელავის ერთ-ერთ უძველეს ნაწილში, ყადორის ბორცვზე მდებარეობს. გეგმით არა მართკუთხედი გალავანი მთის რელიეფს მიუყვება. ციხე ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვით. გალავნის ცალკეულ მონაკვეთებში გამოყენებულია აგური (აგურის ზომა 24x24x5). გალავანი ნახევარწრიული კონტრფორსებით არის გამაგრებულია. გალავანს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია დატანებული. მეორე, აღმოსავლეთის შესასვლელი გვიანდელი პერიოდისაა.
გორიჯვრის ციხე-გალავანი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
გალავანი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ყადორის ბორცვზე შემორჩენილი გალავნის შემდეგ, ძირითად აქცენტს, აგურისა და ქვის მონაცვლე რიგებით ნაგები გვიანი შუასაუკუნეების დარბაზული ეკლესია ქმნის. ეკლესია გადაკეთებულია და არსებობს ვარაუდი, რომ ის გარდამავალი პერიოდის ნაგებობის ნაშთებზე უნდა იყოს აშენებული. საკმაოდ დიდი ზომის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული საკურთხევლით, რომლის ორსავ მხარეს, სამკვეთლო და სადიაკვნე აკრავს. სამკვეთლოს დასავლეთ კედელში (საკურთევლისკენ) ვერტიკალური ღიობია გაჭრილი. დარბაზი შეკრულია შეისრული თაღებით. დასავლეთის მონაკვეთში იკვეთება უფრო მოგვიანო პერიოდის მშენებლობის კვალი, რაზეც ნახევარწრიული თაღების არსებობა მიუთითებს. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ეკლესიას დასავლეთით მიდგმული აქვს სამრეკლო.
ძველი ფენების დათარიღება მნიშვნელოვანია, რადგან ის, კვირიკე დიდის პერიოდის კარის ეკლესიას უნდა წარმოადგენდეს, რისთვისაც კედლის ნალესობის მოხსნა და საძირკვლის გარკვევაა საჭირო.
2006 წელს ციხე გალავანსა და ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
გორიჯვრის წმ. გიორგის ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°55'18"N   45°27'53"E
  •  202 კმ
  •  1087 კმ
  •  1266 კმ
  •  1328 კმ
  •  1333 კმ
  •  1407 კმ
  •  1577 კმ
  •  1635 კმ
  •  1877 კმ
  •  1882 კმ
This article was last modified 2 წლის წინ