ნადარბაზევის დასახლება (ნასოფლარი) | ნანგრევები ( რუინები ), ისტორიული ადგილები

Georgia / Kvemo Kartli / Dmanisi /
 ნანგრევები ( რუინები ), ისტორიული ადგილები, ნასოფლარი

სასახლის ორივე, ჩრდილო და სამხრეთ მხარეს, საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე, რელიეფის მიმყოლი, ნასოფლარი ვრცელდება. ის, ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაზე მომსახურე პერსონალის დასახლებას წარმოადგენდა და სასახლის კომპლექსის განუყოფელი ნაწილია. მისი ფუნქციიდან გამომდინარე, დასახლება განსხვავებული სტრუქტურის მატარებელი იყო. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში, ის ამ დანიშნულების ჯერ-ჯერობით ერთადერთი აღმოჩენილი ნიმუშია, რაც მის მხატვრულ-ისტორიულ მნიშვნელობას ზრდის. ნასოფლარისაგან შემორჩენილია კედლის ფრაგმენტები. ბაზალტის სხვადასხვა მოხაზულობის ლოდები მთელ ტერიტორიაზეა მიმოფანტული. ალაგ-ალაგ იკითხება ცალკეული ნაგებობებისა და შენობების ჯგუფის გეგმები. გვხვდება სწორი, მართკუთხა და მომრგვალებული მოხაზულობის სათავსები. წყობა მშრალია. სათავსები განსხვავებული ზომისაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნასოფლარის სამხრეთი ფრთა, სადაც გეგმების ფრაგმენტული, ირეგულარული ხასიათის მიუხედავად, ალაგ-ალაგ, მკაფიოდ ჩანს ცალკეული, საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობების გეგმის კომპოზიცია. აქ დაფიქსირებულია განიერი, 5.5 მ-ის სიგანის გზა, რომლის ორივე მხარეს ნაგებობათა ნაშთია შემორჩენილი. კედლის ფრაგმენტები, რომელიც გზას მიყვება, ნასოფლარის სიღრმეში, წრიულად არის კონცენტრირებული. იქვეა დაცული დამუშავებული ქვების გროვა, რომელთა შორის პროფილირებული და კუთხის ქვები იკითხება. ზოგიერთი ნაგებობის კედლის სიმაღლე 2.5 მ-ს აღწევს. საცხოვრებელ ნაგებობათა შემორჩენილი ფრაგმენტების კედლის წყობა, მასშტაბი, მშენებლობის ტექნოლოგია - პირობითი დათარიღების საშუალებას იძლევა. ვინაიდან სოფელი ცოცხალი ორგანიზმია, ბუნებრივია, რომ მისი განვითარება-აღშენების ქრონოლოგიური დიაპაზონი უფრო დიდია - ის მე-9-13 სს-ებს მოიცავს.
"ნადარბაზევის დასახლება":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ვრცლად"ნადარბაზევი": www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=1124
( საძიებელში "ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი)
Nearby cities:
კოორდინატები:   41°34'41"N   44°22'18"E
This article was last modified 1 წლის წინ