ჭიდროთის ციხე (ნანგრევები)

Georgia / Raga-Lechkumi and Kverno Svaneti / Oni / [შ 16] ქუთაისი - ალპანა - მამისონის უღელტეხილი
 კოშკი, ნანგრევები ( რუინები ), ციხე

შუა საუკუნეების ჭიდროთის ციხე დღეისათვის მთლიანად დანგრეულია. მხოლოდ საძირკველის ქვებია შემორჩენილი. იგი სამანქანო გზის პირას მდ.რიონის მხარეზე 5-6 მეტრში მდებარეობს.
ჭიდროთის ციხე ხეობის ჩამკეტი ციხე ყოფილა. იგი ვახუშტი ბატონიშვილსაც აქვს მოხსენიებული. იგი აღწერს "ამის ზეით ჭიდროთას არს ციხე მცირე, რათა ვერ ვიდოდნენ მთის კაცნი თვინიერ მის ციხისა რაჭას", მისი თქმით თვით მეფის მოხელეებიც ვერ ბედავდნენ ჭიდროთის ციხის საგუშაგოს გადალახვასო. ციხე ნაგები იყო კლდის ფლეთილი ვისა და რიყის ქვების მონაცვლეობით კირის დუღაბზე. ფუნდამენტად გამოყენებულია კლდის ფენა.
სავარაუდოა რომ ჭიდროთის ციხის ნაწილი დაზიანდა სამანქანო გზის გაყვანის დროს.
დღეისათვის ჭიდროთის ციხის შიდა სივრცეში მაღალი ძაბვის ანძაა დადგმული.
სურათებით: memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8699
Nearby cities:
კოორდინატები:   42°39'13"N   43°33'22"E
This article was last modified 7 წლის წინ