გიულბაღის(სოფ. ვარდისუბა) სტელა (გულბაღი)
| ისტორიული ადგილები, საინტერესო ადგილები
Armenia /
Lori /
Akhtala /
გულბაღი
World
/ Armenia
/ Lori
/ Akhtala
ისტორიული ადგილები, საინტერესო ადგილები

სოფელ ცენტრში, სკოლის შენობის სამხრეთ კედელში რელიეფური ქვები _ სტელის ფრაგმენტებია ჩაშენებული. მართკუთხა შენობის გრძივი კედლების მეტი წილი შელესილია; გვერდითი - ვიწრო კედლების ქვედა ნაწილი ქვით, ხოლო ზემოთ აგურითაა ამოყვანილი და შეულესავია. გაულესავ კედლებში შეინიშნება სუფთად ნათალი მოზრდილი ქვის კვადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, ეკლესიას განეკუთვნებოდა. ძველი ქვებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კედელში ჩართული ორი მოზრდილი ქვა. კუთხის ქვად ჩადგმული, შედარებით დიდი ზომის კვადრი - სტელის ბაზისი(?) სადა ზედაპირიანია, რომლის ქვედა კიდეზე, ვიწრო ზოლადღა იკითხება დაბალი რელიეფით ჩაჭრილ ფონზე არსებული მცენარეული ორნამენტის მცირედი ფრაგმენტები. ამავე სამხრეთ კედელში, დიდი ქვის მახლობლად - ქვემოთ მდებარე მეორე სტელა შედარებით მცირე ზომისაა და სიგანეზეა ჩადგმული. მასზე ვაზის ღერო და ფოთლებია გამოკვეთილი. კომპოზიციას გრძივი გვერდებიდან რელიეფური ჩარჩო შემოსდევს. ჩარჩოს მიღმა რბილად მომრგვალებული ქვის ზედაპირი მოჩანს. ქვის ირგვლივ არსებული ადგილები ნალესობითაა ამოვსებული.
ფოტოებით :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ფოტოებით :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები: 41°13'50"N 44°43'16"E
- ნაქალაქარი გორული (ყარაჩოფლიარ ქილისა) 8.5 კმ
- ოფრეთი 8.8 კმ
- დმანისი 46 კმ
- ორთაჭალა 52 კმ
- კალა 52 კმ
- ავლაბარი 53 კმ
- ნასოფლარ ეგრისის კომპლექსი "შავსაყდრები" 53 კმ
- başkeçid 59 კმ
- უსეინქენდის ყორღანები 60 კმ
- დიდი ლილო 60 კმ
- სასაფლაო 2.8 კმ
- ნასოფლარი ხოჟორნი 3 კმ
- მ. ვარიკლი,815 6.2 კმ
- ლალვარის ქედი 6.9 კმ
- რკინიგზის სადგური '' სადახლო '' 7.5 კმ
- ბაზარი 7.7 კმ
- პარკი 8.2 კმ
- მარნეულის მუნიციპალიტეტი 18 კმ
- თუმანიანი 20 კმ
- ნოემბრიანი 25 კმ