ბევრეთის წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტერი -სავანე ("კალამონი") (ბევრეთი)
Georgia /
Tiflis /
Tskneti /
ბევრეთი
World
/ Georgia
/ Tiflis
/ Tskneti
მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია
წმინდა თეკლას სავანე დედაქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ ბევრეთშია დაფუძნებული. ტყეებით გარშემორტყმულ მთიან ხეობას მდინარე დიღმის წყალი ჩამოუდის... ამ ადგილს „კალამონი“ ეწოდა, რადგან წმინდა თეკლა ანტიოქიაში, კალამონის მთაზე მოღვაწეობდა.
მონასტერი 1995 წელს დაარსდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
საცხოვრებელი ნაგებობის არქიტექტურა მრავალფეროვანია და ერთი შეხედვით, უცხო შთაბეჭდილებას ტოვებს. ნაგებობის გეგმის შედგენის დროს გამოიყენეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის: მთათუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, სვანეთის, დიდგორის მთიანეთის, რაჭის და სხვათათვის დამახასიათებელი ეროვნული არქიტექტურული სტილი. აგრეთვე საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და ციხე-სიმაგრეების დეტალები. ასევე გათვალისწინებულია ათონის წმინდა მთის მონასტრების, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, მაცხოვრის საფლავის ეკლესიისა და პეტრიწონის ქართველთა მონასტრის არქიტექტურული სტილიც. ნაგებობა გადახურულია იმერული კრამიტით და ანანურის ქვით. ეს ქვა აქაური მკაცრი კლიმატისთვის ყველაზე უფრო შესაფერისია.
მთავარია საცხოვრებელი ნაგებობის არქიტექტურა მრავალფეროვანია და ერთი შეხედვით, უცხო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ჩვენი ქვეყნის ძნელბედობის გამო, ძველი სამონასტრო ნაგებობების ნიმუშები, ფაქტობრივად, არ არსებობს, ნაგებობის გეგმის შედგენის დროს გამოვიყენეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის: მთათუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, სვანეთის, დიდგორის მთიანეთის, რაჭის და სხვათათვის დამახასიათებელი ეროვნული არქიტექტურული სტილი. აგრეთვე საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და ციხესიმაგრეების დეტალები. ასევე გავითვალისწინეთ ათონის წმინდა მთის მონასტრების, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, მაცხოვრის საფლავის ეკლესიისა და პეტრიწონის ქართველთა მონასტრის არქიტექტურული სტილიც. ნაგებობა გადახურულია იმერული კრამიტით და ანანურის ქვით. ეს ქვა აქაური მკაცრი კლიმატისთვის ყველაზე უფრო შესაფერისია.
მთავარია ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს X-XI საუკუნეების ეკლესიათა არქიტექტურული სტილი და კერძოდ, კვეტერის ეკლესიის არქიტექტურა. ტაძარი, კვეტერის ეკლესიის მსგავსად, აშენებულია სტალაგმიტური კლდის ქვით, შირიმით. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მდებარეობს ორი ეკვდერი - წმინდა პირველმოწამე თეკლასი და წმინდა იოვანე ნათლისმცემლის სახელობისა.
წმინდა თეკლას დედათა მონასტრის ეზოში, ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით, აშენებულია წმინდა ნიკოლოზის სახელობის მცირე ტაძარი, რომელიც X საუკუნეში აგებული მარტვილის ჩიქვანების კარის ეკლესიის ასლია.
მონასტერი ცხოვრობს მამათაგან დადგენილი წესით, ლოცვითა და შრომით. მონაზვნებს აქვთ ლოცვის პირადი კანონი, რომელსაც ღამით სენაკებში ასრულებენ. ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება, რომლის ტიპიკონი მწუხრით იწყება და შედგება მწუხრის, სერობის, შუაღამიანის, ცისკრის, ჟამნებისა და ლიტურგიისაგან. ასევე ყოველდღიურად აღესრულება პარაკლისი და ღვთისმშობლის დაუჯდომელი. მონაზვნები საზოგადო ღვთისმსახურების დროსაც და სენაკებშიც ლოცულობენ სამშობლოს კეთილდღეობისთვის, ყოველთა შესაწევნელად - ცოცხალთა და მიცვალებულთათვის, შემომწირველთა და კეთილისმყოფელთათვის. იმ შემომწირველთათვის, რომელთაც მონასტრის მშენებლობაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით, თითოეულისთვის საგანგებოდ დადგენილ დღეებში, ყოველწლიურად აღესრულება წირვა და მონაზონთა მომდევნო თაობებსაც ანდერძად გადაეცემა, რომ ეს წესი ყოველთვის დაცულ იქნას.
ღვთისმოყვარე ადამიანების შემოწირულობების გარდა, მონასტრისთვის შემოსავლის წყაროა სოფლის მეურნეობა, მეფუტკრეობა, ფიტოთერაპია, საგამომცემლო საქმე, რომელსაც აწარმოებენ მონასტრის წევრები. მონაზვნური ცხოვრებისთვის ნიშანდობლივია ლოცვისა და შრომის მონაცვლეობა. მონასტერში შრომაც ლოცვის, ანუ ღმერთთან ურთიერთობის გაგრძელებაა, ამიტომ ყოველი საქმე საღვთოა. მონაზვნები დაკავებულნი არიან ხელსაქმით (ხატწერა, ქარგვა, მინანქარი, კერვა, გამომცემლობის საქმე), პირადი მორჩილებებით - აქ ერთმანეთს ერწყმის გონებრივი და ფიზიკური შრომა, რაც განტვირთვის საშუალებასაც იძლევა. მონასტრის წევრები ერთობლივადაც შრომობენ (მაგალითად: სანთლის კეთება, ბაღ-ბოსტნის მოვლა, ზამთრისთვის შესანახი პროდუქტების დამზადება, თაფლის ამოღება, მონასტრის ტერიტორიის დალაგება).
მონასტერს აქვს თავისი პერსპექტიული გეგმებიც: გამომცემლობის განვითარება, მომლოცველთა მისაღებისა და ეზოს მოწყობა, ახალი სატრაპეზოს, ახალი სენაკების და სასნეულოს აშენება. პერსპექტიულ გეგმაში შედის აგრეთვე ეკლესიების მშენებლობა: მონაზონთა სასაფლაოზე წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და ტაო-კლარჯეთის ღირსი დედებისა და მამების ეკლესიის აგება, წმინდა იოვანე ოქროპირის ეკლესიის აღდგენა, წმინდა დიდმოწამე გიორგის ეკლესიის მშენებლობა, შენობის აგება წყალკურთხევის ჭურჭლისთვის, მონასტრის გალავნის დასრულება.
იხ.სტატია : თეა ცაგურიშვილის :"ბევრეთის წმინდა თეკლას სავანე - ამ ადგილს "კალამონი" უწოდეს:
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/2166-...
"სტუმრად ბევრეთის მონასტერში":
www.shin.ge/index.php/mozaika/460-stumrad-bevretis-mona...
ვიდეო : ბევრეთის მონასტერი
www.youtube.com/watch?v=F-LPQ2guASc

Nearby cities:
კოორდინატები: 41°44'40"N 44°34'56"E
- მარტყოფის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი 33 კმ
- სახუნდარის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი 44 კმ
- ქვათეთრის ეკლესია და მონასტერი 73 კმ
- ბერთუბანის ეკლესია და მამათა მონასტერი 73 კმ
- ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი 75 კმ
- ზედა ვარძიის დედათა მონასტერი 117 კმ
- საფარის მონასტერი 130 კმ
- ტაბაკინის მამათა მონასტერი 134 კმ
- ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია და დედათა მონასტერი 204 კმ
- ხობის სამონასტრო კომპლექსი (ხარების დედათა მონასტერი) 231 კმ
- საწკეპელას ქედი 4.2 კმ
- ძეგვის თემი 7.4 კმ
- მდ.დიღმისწყალი 8.7 კმ
- ნიჩბისის თემი 9 კმ
- თონეთის თემი 13 კმ
- წინარეხის თემი 14 კმ
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 15 კმ
- მცხეთის მუნიციპალიტეტი 19 კმ
- კასპის მუნიციპალიტეტი 25 კმ
- თრიალეთის ქედი 49 კმ