ხობის სამონასტრო კომპლექსი (ხარების დედათა მონასტერი) (ნოჯიხევი)

Georgia / Samagrelo and Zemo Svaneti / Khobi / ნოჯიხევი
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის აგების თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით იგი X-XI საუკუნით თარიღდება, ხოლო მეცნიერთა აზრით მონასტერმა დღევანდელი სახე XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მიიღო. ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი ,სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.
ასწლეულების მანძილზე მონასტერში არ შეწყვეტილა ღვთის სადიდებელი და სავედრებელი ლოცვები. მონასტრის განსაკუთრებულ მისიას ისიც განაპირობებდა, რომ საუკუნეების მანძილზე აქ ინახებოდა ქრისტიანთათვის უდიდესი სიწმინდეები: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, ძელი ცხოველის ნაწილი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი, წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმიდა მარინეს მკლავი, წმიდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი და სხვა სიწმინდეები, რომელთაც თაყვანს სცემდნენ არამარტო ქართველები, არამედ სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოსული მისიონერები, რაც მათივე ჩანაწერებით დასტურდება.
ექვთიმე თაყაიშვილის ცნობითვე, ტაძრის მხატვრობა რამდენჯერმე განუახლებიათ, დღემდე მოღწეული მხატვრობა XVII საუკუნეში ლევან II დადიანის დაკვეთითაა შესრულებული. მონასტერი განსაკუთრებით მდიდარი ყოფილა იქ დაცული ძვირფასი ხატებითა და ჯვრებით: თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი XII ს, თამარ მეფის დედის - ბორდოხან დედოფლის მრავალნაწილიანი ვერცხლის ხატი XIIს, მაცხოვრის წვერის რამდენიმე ღერი, ღრუბელი, რომლითაც ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს ძმარი მიაწოდეს, ხობის ღვთისმშობლის ხატი, მაცხოვრის ხატი. ამ ძვირფასი საეკლესიო საგანძურიდან ძალიან ბევრი დაკარგულია, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმებში ინახება, რაც არამარტო ჩვენი მონასტრის ტკივილია, არამედ ყველა იმ ეკლესია-მონასტრისა, რომელიც კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა.

1923 წლის 9 იანვარს, ხობის ტაძრიდან სიწმინდეები გაიტანეს და მონასტერი დახურეს. ამ დღიდან ტაძარმა ბევრი განსაცდელი გამოიარა და 66 წლის შემდეგ თითქმის იავარქმნილი მონასტრის ცხოვრებაში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. 1989 წლის 16 სექტემბერს უწმინდესმა ტაძარი ხელახლა აკურთხა და ღვთისმსახურება აღდგა. იმ დღიდან მოყოლებული ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. თუმცა, ამ წლების მანძილზე იგი მოქმედებდა, როგორც სამრევლო ეკლესია, ხოლო 2004 წლის 14 სექტემბრიდან, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აქ ხარების დედათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტრის წინამძღვარია იღუმენია ანა (მუსელიანი).
"ხობის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერში საუკუნეების მანძილზე ინახებოდა ქრისტიანთათვის უდიდესი სიწმინდეები":
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/1299-...
იხ.აგრეთვე:" ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი":
www.ambioni.ge/xobis-monasteri
სურათებით :"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის" სახელობის მონასტერი
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სურათებით:სამრეკლო
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სასახლე
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
გალავანი
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°20'8"N   41°54'22"E
  •  229 კმ
  •  293 კმ
  •  414 კმ
  •  501 კმ
  •  594 კმ
  •  726 კმ
  •  746 კმ
  •  750 კმ
  •  828 კმ
  •  890 კმ
This article was last modified 4 წლის წინ