Photoleti Church
| monastery, Orthodox church
Georgia /
Samtskhe-Javakheti /
Tsagveri /
World
/ Georgia
/ Samtskhe-Javakheti
/ Tsagveri
monastery, Orthodox church
ფოთოლეთის ეკლესია — მდებარეობს საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 18 კმ–ში მდებარე დაბა ახალდაბის სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში.
ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. არქეოლოგიური მონაცემებით ფოთოლეთის ეკლესია XVI საუკუნის დასასრულს წყვეტს ფუნქციონირებას და უკაცრიელდება. სავარაუდოდ, ამ დროს მიეცა დავიწყებას ტაძრის ძველი სახელწოდებაც.
რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ფოთოლეთის ეკლესიის შენობის ნანგრევებში 2007-2008 წლებში ჩატარდა. გათხრებს 2007 წელს ხელმძღვანელობდა რ. დავლიანიძე, 2008 წელს კი რეზო ხვისტანი.
ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში არქეოლოგიური გათხრები 1939 წელსაც ჩატარდა სიძველეთა კომიტეტის მიერ. გათხრებს ხელმძღვანელობდნენ რუსუდან მეფისაშვილი და ზ. მაისურაძე. სწორედ მაშინ გამოვლინდა X საუკუნით დათარიღებული შესანიშნავი კანკელი და კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტები, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები.
ფოთოლეთის ეკლესია ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

Wikipedia article: http://ka.wikipedia.org/wiki/ფოთოლეთის_ეკლესია
Nearby cities:
Coordinates: 41°54'19"N 43°28'54"E
- ANTON MARTKOPELI, GVTAEBIS MONASTERY. 123 km
- Khobi Monastery 139 km
- Spaso-Preobrazhenskiy Nunnery 234 km
- St. George's Convent 243 km
- Saint Michael's Monastery 370 km
- Holy Iveron Nunnery 670 km
- Kiziltash Holy Stefano-Surozhskiy monastery 759 km
- Toplovskiy Nunnery 775 km
- Cliff Monastary 837 km
- Mangup Qale cave town 841 km
- კელიები 0.1 km
- Qvibisi commune 4.7 km
- 1488.2 5.1 km
- Msterlebi Resort 6.7 km
- Kvishkheti commune 6.8 km
- Patara Kharagauli 7.8 km
- Borjomi District 15 km
- Khashuri District 16 km
- Kharagauli District 21 km
- Borjomi-Kharagauli National Park 29 km