Mokhisi trinity church (Mokhisi)

Georgia / Kvemo Kartli / Manglisi / Mokhisi
 Orthodox church  Add category

Nearby cities:
Coordinates:   41°42'50"N   44°25'14"E

Comments

  • სოფელი მოხისი თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზ.დ. 1360 მ-ზე მდებარეობს. იგი თეთრიწყაროდან 52 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელ მოხისში მდებარეობს დარბაზული ტიპის ეკლესია - მოხისის სამება. ტაძარი აგებულია VIII-X სს.-ში, ქვითა და დუღაბით. სამშენებლო წყობა თარაზულ-ცხოველხატულია. ეკლესია კრამიტითაა დახურული. ფასადის მორთულობას წარმოადგენს ერთსაფეხურიანი ცოკოლი, სარკმლის თავსართი, კარნიზი. კარი და სარკმელი თაღოვანია. აფსიდი - ნალისებური, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული - ამბიონი. მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა სწორკუთხაა. ეკლესიის შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია. აფსიდის გადახურვა - კონქი. იატაკი ქვისაა. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის სარკმელს აქვს თავსართი, რომლის თავზეც ასომთავრული წარწერაა. ინტერიერში დასავლეთ კედელში საფლავის ქვაა წყობაში ჩატანებული, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია 1895 წ. განუახლებია იოსებ ყავრიშვილს. ეკლესია საკმაოდ დაზიანებული (დაზიანების 1 კატეგორია) და არამოქმედია.
This article was last modified 4 years ago