წვერის წმ.გიორგის სახ. ეკლესია

Georgia / Kvemo Kartli / Kojori /
 Orthodox church  Add category

Nearby cities:
Coordinates:   41°40'28"N   44°34'15"E

Comments

  • წვერის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია თეთრიწყაროს ჩრდ.-აღმოსავლეთით მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. ამ ადგილიდან ლამაზი სანახაობა იშლება. ეკლესიის აგების თარიღი უცნობია. ეკლესია აგებულია შერეული სამშენებლო წყობით. სამშენებლო მასალას აგური, ქვა და დუღაბი წარმოადგენს. საბურველი თუნუქისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა თაღოვანია. კედლებზე შემორჩენილია ფრესკა. შიდა გადახურვა ცილინდრულია, აფსიდისა კი - კონქი. იატაკი კერამიკულია. ფასადის მორთულობას ერთსაფეხურიანი ცოკოლი და აგურის ლავგარდანი წარმოადგენს. ნაოთხალიანი კარი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია. სარკმელი - თაღოვანი. ეკლესია მოქმედია, მისი დაზიანების ხარისხი 1 კატეგორიისაა.
This article was last modified 4 years ago