აპარნის წმ.გიორგის ეკლესია
Georgia /
Kvemo Kartli /
Didi Lilo /
World
/ Georgia
/ Kvemo Kartli
/ Didi Lilo
მსოფლიო / საქართველო / ქვემო ქართლის მხარე
მართლმადიდებლური ეკლესია
Add category
აპარნის წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფელი მარტყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაზე ,საიდანაც ულევრის ველი(სოფელში ყვებიან, რომ ბრძოლაში აქ მტერი ვერ გამოლიეს ჟლეტით და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობსო) (1625 წლის 25 მარტის მარტყოფის ომის ადგილი, გიორგი სააკაძისა და დავით ჯანდიერის მეთაურობით ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვება ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. მტრის ბანაკიდან, რომელშიც 30 ათასამდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით) ხელის გულივით მოჩანს და ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
ტოპონიმი "აპარანი" პროფ.ი.აბულაძის განმარტებით- სამეფო პალატს, სასახლეს ნიშნავს. სავარაუდოდ ამ ადგილას საუკუნეების წინ მეფეთა საზაფხულო პალატა უნდა ყოფილიყო,ხოლო თვით აპარანი-სამეფო კარის ეკლესია .
თუმცა იგივე სახელთან დაკავშირებით არსებობს სხვა, ხალხში გავრცელებული ლეგენდა, რომელიც დაკავშირებულია გიორგი სააკაძის სახელთან. ბრძოლის მიწურულს, დაღლილ სააკაძეს მკლავი მოუჩრდილებია და ბრძოლის ბუღში მოშორებით მდგარ გორაკზე ახლად მოსული ლაშქარი შეუნიშნავს, რომლისთვისაც შეუძახია: ქართველები ხართო? იმათ კი იქიდან უპასუხიათ: აპა, რანი ვართ-ო.
ერთნავიანი,დარბაზული ტიპის ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების ძეგლია.მის წინ შემორჩენილი საძირკველი გვაფიქრებინებს,რომ ძველად აქ უფრო დიდი მოცულობის ეკლესია იდგა.
2000 წელს ეკლესია შეაკეთა დიტო კახურაშვილმა,ხოლო 2001 წელს მის სიახლოვეს დაიდგა 12 მეტრიანი ჯვარი(ავტ.ზურაბ მათიაშვილი),რომელიც აპარნობის დღესასწაულზე აკურთხა მამა ზაზამ (ბეჟაშვილი).
დღესასწაული აპარნობა აღინიშნება აღდგომის მე-3 კვირას.
იხ." ეკლესია-მონასტრები": gardabani.gov.ge/gardabnis-municipaliteti/kultura/7-ekl...
იხ.ვიდეო "აპარნობა - სახალხო დღესასწაული გარდაბანში 23-04-2018":
www.youtube.com/watch?v=V8-BsUd4pI0

Nearby cities:
კოორდინატები: 41°45'48"N 45°2'27"E
- ქობთავი ხორაუგისა და „ყვავისთავის“ მონასტერის ეკლესია 11 კმ
- ხაშმის (კაწარეთის) წმ. სამების ეკლესია და დედათა მონასტერი 15 კმ
- ბოჭორმის ციხე 19 კმ
- დავითგარეჯის მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი ( თეთრი სენაკები) 30 კმ
- ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ეკლესია და დედათა მონასტერი 33 კმ
- ბერთა მთა (დასაზუსტებელია) 33 კმ
- ალავერდის საკათედრო ტაძარი 41 კმ
- გულგულის წმ. გიორგის ეკლესია 46 კმ
- ვაჩნაძიანის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი 47 კმ
- შტორის /ტურის ციხის კომპლექსი 57 კმ
- აკრიანი 2.5 კმ
- ინკუბატორი 2.9 კმ
- მზიური 3.1 კმ
- ბროწეულა 4.2 კმ
- დანგრეული დასახლება 4.2 კმ
- საბჭოთა კავშირის ცალკეული 39 დივიზიის სატრენინგო-სასწავლო ბაზა 4.2 კმ
- კარიერი 5 კმ
- სამგორის რაიონი 12 კმ
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი 18 კმ
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 27 კმ