ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსის კოშკის ნანგრევები (ჩაჟაში)
Georgia /
Raga-Lechkumi and Kverno Svaneti /
Lentekhi /
ჩაჟაში
World
/ Georgia
/ Raga-Lechkumi and Kverno Svaneti
/ Lentekhi
კოშკი, უძველესი (ისტორიული) შენობის ან ნაგებობის ნანგრევები
ჩაჟაშის აღმოსავლეთით, შემოსასვლელში მაღალ კლდოვან მთის ბაქანზე ქვედა ციხე, ე.წ. "თამარის სამჭედლო" "ლაშქ-დუირია" განთავსებული. ეს ციხე შედიოდა ჩაჟაშის საფორთიფიკაციო სისტემის ერთიან სტრუქტურაში თამარის ზედა ციხესთან ერთად. კომლექსიდან, რომელიც შედგებოდა ეკლესიისა და ოთხი კოშკისგან, ამჟამად ორი კოშკი და ეკლესიაა შემორჩენილი. თუმცა ამ ბორცვს არა აქვს გალავანი თვითნ რთულად ასასვლელი რელიეფი და კლდოვანი ქანი ამ გალავნის ფუნქციას ასრულებს. თითქოს შემოსაზღვრულიც კია ქვემო ნაწილში, მით უფრო, რომ აღმოსავლეთიდან მას ხელოვნურად შეუქმნეს ძირი, ე.ო. სუბსტრუქციაზე აღმართეს. კლდოვანი ქანის ბუნებრიობა შენარჩუნებული და გამოყენებულია. ციხის ოთხი კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ დასავლეთის და სამხრეთის განაპირა კოშკის ნაწილი. ეკლესიის სიახლოვეს, მის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს არსებული კოშკები მთლიანად დანგრეულია. ეს კოშკები, თავისი მხატვრული სახით ერთადერთია სვანეთში, სადაც გამოყენებულია აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი სათავდაცვო კოშკის ტიპი,თითო შვერილი მაშიკულით თითო ფასადზე. ეს ციხე შედიოდა ჩაჟაშის საფორთიფიკაციო სისტემის ერთიან სტრუქტურაში თამარის ზედა ციხესთან ერთად.
კოშკის ნანგრევი ანსამბლის სამხრეთით კლდის დამრეც ფერდზეა აგებული. სამხრეთიდან შეყენებული დიდი ზომის რიყის ქვებზე დგას. ვინაიდან კოშკის ნახევარია შემორჩენილი ჩამოკვეთილია მთელი დასავლეთი მხარე. იგი ჭრილივით იკითხება. 5-6 მეტრის სიმაღლეზე კოშკის ძირი ერთიან შევსებულ მასივს წარმოადგენდა. I სართული ძალიან მაღლაა გაჭრილი და მისგან მხოლოდ კარის ღიობია შემორჩენილი. ისიც დასავლეთით, ჩაჟაშისკენ მიმართული. კარის თავზე თეთრი ფერის დიდი არქიტრავის ქვაა გადებული. კარის ძირში მოცემული კოჭის ბუდეები, აივნის არსებობის მანიშნებელია.
იხ.სურათებით"ქვედა ციხის კომპლექსი, კოშკი":
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24421

Nearby cities:
კოორდინატები: 42°54'52"N 43°0'36"E
- გელოვანების საგვარეულო ('მალის") ციხესიმაგრე და სასახლის ნანგრევები (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია ??? ) 37 კმ
- ნოქალაქევის ( ციხე-გოჯი, არქეოპოლისი ) შიდა ციხე (ციტადელი) 91 კმ
- კომპლექსი ბერციხე ( ნანგრევები) (დასაზუსტებელია ) 129 კმ
- მეტეხის ციხეები 141 კმ
- ორცეფის ნასოფლარი 152 კმ
- დრისის ჯავახაანთ ციხე (თამარის ციხე) 156 კმ
- თმოგვის ციხის კომპლექსი 171 კმ
- ნასოფლარი საკურთხისი 175 კმ
- ნასოფლარ მოლამურის კომპლექსი 181 კმ
- კვირიას / არხალის კომპლექსი 182 კმ
- უშგული 2.9 კმ
- ჩოლურის თემი 12 კმ
- ჟახუნდრის თემი 14 კმ
- ლენტეხის მუნიციპალიტეტი 17 კმ
- ჩიხარეშის თემი 18 კმ
- სვანეთის ქედი 19 კმ
- ყაბარდო-ბალყარეთის ნარკძალი 24 კმ
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 36 კმ
- მესტიის მუნიციპალიტეტი 43 კმ
- ყაბარდო-ბალყარეთი 69 კმ