ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი ( "თამარის სამჭედლო", "ლაშქ-დუირია") (ჩაჟაში)

Georgia / Raga-Lechkumi and Kverno Svaneti / Lentekhi / ჩაჟაში
 კოშკი, ნანგრევები ( რუინები ), მართლმადიდებლური ეკლესია

ჩაჟაშის აღმოსავლეთით, შემოსასვლელში მაღალ კლდოვან მთის ბაქანზე ქვედა ციხე, ე.წ. "თამარის სამჭედლო" "ლაშქ-დუირია" განთავსებული. ეს ციხე შედიოდა ჩაჟაშის საფორთიფიკაციო სისტემის ერთიან სტრუქტურაში თამარის ზედა ციხესთან ერთად.
კომლექსიდან, რომელიც შედგებოდა ეკლესიისა და ოთხი კოშკისგან, ამჟამად ორი კოშკი და ეკლესიაა შემორჩენილი. თუმცა ამ ბორცვს არა აქვს გალავანი თვითნ რთულად ასასვლელი რელიეფი და კლდოვანი ქანი ამ გალავნის ფუნქციას ასრულებს. თითქოს შემოსაზღვრულიც კია ქვემო ნაწილში, მით უფრო, რომ აღმოსავლეთიდან მას ხელოვნურად შეუქმნეს ძირი, ე.წ. სუბსტრუქციაზე აღმართეს. კლდოვანი ქანის ბუნებრიობა შენარჩუნებული და გამოყენებულია. ციხის ოთხი კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ დასავლეთის და სამხრეთის განაპირა კოშკის ნაწილი. ეკლესიის სიახლოვეს, მის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს არსებული კოშკები მთლიანად დანგრეულია და ამჟამად მათი კონტურები იკითხება.ეს კოშკები, თავისი მხატვრული სახით ერთადერთია სვანეთში, სადაც გამოყენებულია აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი სათავდაცვო კოშკის ტიპი,თითო შვერილი მაშიკულით თითო ფასადზე.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°54'52"N   43°0'35"E
  •  177 კმ
  •  336 კმ
  •  432 კმ
  •  571 კმ
  •  601 კმ
  •  671 კმ
  •  715 კმ
  •  717 კმ
  •  840 კმ
  •  898 კმ
This article was last modified 4 წლის წინ