ქვეშის ციხის წმ. ნიკოლოზის ეკლესია

Georgia / Kvemo Kartli / Kazreti /
 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

ქვეშის ციხის ეზოში შემაღლებაზე დგას პატარა დარბაზული ტიპის, კარის ეკლესია, რომელიც ზომასთან შედარებით საკმაოდ მაღალია. ნაგებია კარგად დამუშავებული კვადრებით(რომელიც, როგორც ჩანს უფრო ადრეული ეკლესიის უნდა ყოფილიყო), შირიმის ქვებით, რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობით. დუღაბად კი გამოყენებულია კირხსნარი. ეკლესიის ერთადერთი კარი სამხრეთის მხრიდანაა. კარის თავზე ინტერიერში ჩადგმულია VI-VII სს. სტელები, რომლებზეც მოცემულია კვარცხლბეკზე აღართული ბოლნური ჯვრებისა და მცენარეების რელიეფები. როგორც ჩანს, აღნიშნული ეკლესია რამდენიმეჯერ აღუდგენიათ. იმ სახით კი როგორი სახითაც დღემედე მოვიდა XVIII ს. უნდა აეგოთ.
ეკლესიას 2006 წლიდან მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
"ქვეშის ციხის ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°26'15"N   44°26'26"E
  •  46 კმ
  •  520 კმ
  •  629 კმ
  •  708 კმ
  •  772 კმ
  •  830 კმ
  •  914 კმ
  •  919 კმ
  •  1041 კმ
  •  1099 კმ
This article was last modified 3 წლის წინ