ზარზმის მონასტერი (ზარზმა)

Georgia / Samtskhe-Javakheti / Adigeni / ზარზმა
 ეკლესია (43), მონასტერი, საინტერესო ადგილები

ზარზმის მონასტერი, ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, ადიგენის რაიონში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა.

მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე).თავდაპირველად დაუარსების ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როდორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მტავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინაარმდეგ.


www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°40'46"N   42°39'13"E
  •  162 კმ
  •  387 კმ
  •  509 კმ
  •  558 კმ
  •  684 კმ
  •  811 კმ
  •  819 კმ
  •  834 კმ
  •  923 კმ
  •  985 კმ
This article was last modified 16 წლის წინ