სხალთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი და მამათა მონასტერი (ყინჩაური)
Georgia /
Ajaria /
Khulo /
ყინჩაური
World
/ Georgia
/ Ajaria
/ Khulo
მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია
ცნობილია, რომ სხალთის რეგიონი შუა საუკუნეებში საკმაოდ დაწინაურებული იყო. აქ გადიოდა აჭარიდან არტაანისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა. სხალთის მონასტერი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურის მეტნაკლებად თავდაპირველი სახით მოღწეული ნიმუშია აჭარაში. კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს სხალთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა.
ძეგლის ასაკის განსაზღვრა მრავალმა მკვლევარმა სცადა (დ. ბაქრაძე, თ. კლუგე, ნ. სევეროვი, რ. მეფისაშვილი). ზოგი მათგანი X-XII საუკუნეების ძეგლად მიიჩნევდა, ზოგიერთიც XI საუკუნისად თვლიდა, სხვა კიდევ მას XIII საუკუნის შუახანებით ათარიღებდა.
ტაძარი XII საუკუნის ძეგლია. ტაძრის ხუროთმოძღვრულ თავისებურებებთან ერთად (თაღედის აღნაგობისა და კამარისა და კონქის ქუსლს გავლებული სარტყლის თავისებურებანი) ამას ადასტურებს მის მშენებელ ერისთავთ-აბუსერისძეთა იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი.
აბუსერიძენი სწორედ ამ დროს იდგნენ ასეთი ტაძრის აგებულების აუცილებლობის წინაშე. ადრე, როცა მათ ვრცელი სამფლობელოები და ტბეთის ტაძარი ჰქონდათ, მაშინ აჭარაში სხალთის ტაძრის მსგავსი არ სჭირდებოდათ. ასე რომ X-XI საუკუნეებში ამ ხეობაში ასეთი ტაძრის აგებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა. არც XIII საუკუნის შუა წლებში ედგათ აბუსერიძეებს სხალთაში ტაძრის მშენებლობის დრო. ხვარაზმელთა თარეშობით შეწუხებულ და ეკონომიკურ-პოლიტიკურად დაკნინებულ აბუსერისძეებს ამ დროს სხალთის ასაშენებლად აუცილებელი ეკონომიკური ძალა არ გააჩნდათ.
სხალთის შესახებ ძალიან მცირე ცნობები მოგვეპოვება. ერთადერთი უძველესი საბუთი, რომელიც ეს ძეგლია მოხსენებული, ეკუთვნის ალექსანდრე I-ს.
ცნობილია ერთი ასომთავრული წარწერა ტაძრის აღმოსავლეთი ფასადიდან:
"ღ(მერთ)ო იესო, შ(ეიწყალ)ე ნ(იკოლოზ)ი "
ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სამლოცველო-საძვალე, ე.წ. სხალთის მცირე ეკლესია. გარშემო გვიანდელი შუა საუკუნეების სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებია, მათ შორის მარანი და სხვა.
გამორჩეულია სხალთის მონასტრის ფრესკები, რომლებიც უფრო გვიანდელი პერიოდს, XIV-XV საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. მოხატულობა ეფუძნება ქართული კედლის მხატვრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანადროული ბიზანტიური კედლის მხატვრობის სიახლეებს. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მონასტრის ფრესკებს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
იხ.სურათებით"სხალთის ტაძარი. ერთნავიანი ეკლესია ":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.შავ-თეთრი სურათით "სხალთის ტაძარი ":

იხ.სურათებით "სხალთის მცირე ეკლესია":

იხ."სამრეკლო"(უსურათოდ და აღწერის გარეშე):

იხ.სურათებით "მარანი": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.სურათით "სხალთის სამონასტრო კომპლექსის სხვა ნაგებობები":

იხ.სურათებით "გალავანი":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/სხალთის_ტაძარი
Nearby cities:
კოორდინატები: 41°35'4"N 42°19'46"E
- ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია და დედათა მონასტერი 56 კმ
- საფარის მონასტერი 58 კმ
- ტაბაკინის მამათა მონასტერი 77 კმ
- ზედა ვარძიის დედათა მონასტერი 80 კმ
- ხობის სამონასტრო კომპლექსი (ხარების დედათა მონასტერი) 91 კმ
- ბერთუბანის ეკლესია და მამათა მონასტერი 119 კმ
- ქვათეთრის ეკლესია და მონასტერი 121 კმ
- ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი 124 კმ
- სახუნდარის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი 187 კმ
- მარტყოფის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი 221 კმ
- ბღანკურები 1.5 კმ
- მრგვალი ჭალა 2.6 კმ
- შუახევის მუნიციპალიტეტი 4.2 კმ
- განახლება 6.5 კმ
- ნენია 10 კმ
- ხულოს მუნიციპალიტეტი 12 კმ
- ტბეთი, 2463 13 კმ
- შავშეთის ქედი 32 კმ
- შავშეთის ილჩე 32 კმ
- ართვინის პროვინცია 71 კმ