ნაქალაქარ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი

Georgia / Kakheti / Kvareli /
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

მთავარანგელოზთა ( მიქაელისა და გაბრიელის) ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობათა ტიპს მიეკუთვნება. გეგმა კვადრატს უახლოვდება.
შესასვლელი განლაგებულია სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების ცენტრებში.
გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ პილონს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება.
საკურთხეველი შედგება სამი ნაწილისაგან. ცენტრალურს საკურთხევლის აბსიდი წარმოადგენს, ხოლო გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა განლაგებული. სამკვეთლო და სადიაკვნე თითო კარით დაკავშირებულია ეკლესიის ცენტრალურ ნაწილთან.
აბსიდის ღრმა ბემა აბსიდისაგან პილასტრებითაა გამოყოფილი. განათების წყაროს სამივე აბსიდში აღმოსავლეთით მდებარე თითო სარკმელი წარმოადგენს.
გუმბათის საყრდენი ოთხივე თაღი და კამარები შეისრულია. ჯვრის მკლავებიდან მხოლოდ დასავლეთისას აქვს შუაზე საბჯენი თაღი. სამი მკლავის არეში განლაგებულია ორ-ორი მაღალი სარკმელი, ხოლო აღმოსავლეთით მხოლოდ ერთია. ამათ გარდა, თითო სარკმელი გვერდის ნავების დასავლეთ კედლებშია. ყველაფერ ამას ემატება გუმბათის ყელის ვიწრო და მაღალი რვა სარკმელი.
ტაძრის კედლები მთლიანად დაფარულია ფრესკული მხატვრობით. ის ბერძნული წარწერის მიხედვით შესრულებულია 1577 წ.
ტაძარი ნაგებია აგურით. აქა-იქ ურევია რიყის ქვა და ზოგან ყორეც. მისი ფასადები დანაწევრებულია სამ არედ, რომელთაგან შუა გვერდისებზე უფრო მაღალია. შეისრული თაღებით დასრულებული არეების მორთულობისფასადის მორთულობა: ელემენტებს შეადგენს დიდი ჯვრები, ასევე შეისრული ფორმის დაკიდული თაღები და კუთხით ჩადგმული აგურის ზოლებით შექმნილი ლავგარდნები( მ.აბაშიძე 03.02.1988).
სურათებით: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

უფრო ვრცლად იხილეთ: www.dzeglebi.ge/dzeglebi/g/gremi.html
Nearby cities:
კოორდინატები:   42°0'7"N   45°39'36"E
  •  184 კმ
  •  1078 კმ
  •  1258 კმ
  •  1312 კმ
  •  1321 კმ
  •  1396 კმ
  •  1566 კმ
  •  1620 კმ
  •  1860 კმ
  •  1866 კმ
This article was last modified 4 წლის წინ