საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია (თბილისი)
| ოფისი, presidential palace (en), საინტერესო ადგილები
Georgia /
Tiflis /
Tbilisi /
თბილისი
World
/ Georgia
/ Tiflis
/ Tbilisi
, 3 კმ ცენტრიდან (Тбилиси)
მსოფლიო / საქართველო / თბილისი
ოფისი, presidential palace (en), საინტერესო ადგილები
ავლაბრის რეზიდენცია (ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი) — საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ისტორიულ ავლაბარში (აქედან მომდინარეობს სახელიც), მ. აბდუშელიშვილის ქუჩა № 1. სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით[4], 2004-2009 წლებში, აშენდა. მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი[5][6], თუმცა საბოლოო სახე მას იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა, რომელსაც ასევე ეკუთვნის საქართველოს შსს-ს ახალი შენობა ისან–სამგორის რაიონში და შედარებით მოგვიანებით აგებული მშვიდობის ხიდი. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. იგი წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექს, რომელიც შიდა ეზოს ირგვლივ ერთიანდება. პრეზიდენტის სასახლე ბარათაშვილის აღმართისკენ უშუალოდ კლდეზე გამოდის და მთაწმინდისკენ იხსნება თავისუფალი ხედით. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია — სამ-პორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, ცენტრში გუმბათით სრულდება. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მარტივი მოცულობის, გეგმაში „Γ“-ს ფორმის, შენობა, განკუთვნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის (კანცელარიისთვის), რომელიც სპეციალური გადასასვლელით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს.
საქართველოს ფეოდალური ხანის მეფეთა რეზიდენციებიდან მხოლოდ მცირედია შემორჩენილი. მათ შორის არის თბილისში დარეჯანის სასახლე, რომელიც XVIII საუკუნეში ერეკლე II–ს მეუღლე დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა, ამჟამად კი ბაგრატიონთა სახლის კუთვნილებაა. უშუალოდ გვიანი შუასაუკუნეების მეფეთა რეზიდენცია, რომელიც ზემო კალაში მდებარეობდა, აღა მაჰმად ხანის ჯარის შემოსევისას განადგურდა 1795 წელს. ამ ადგილზე, რუსეთის იმპერიის მმართველობის ხანაში, კავკასიის მთავარმმართებლის რეზიდენცია აიგო. მოგვიანებით, ახალი რეზიდენცია აიგო კალას გარეთ, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, რომელსაც რეზიდენციის გამო სასახლის ქუჩა ეწოდა. დღეს აქ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლეა განთავსებული.
საბჭოთა პერიოდში კრწანისში რესპუბლიკის პირველი პირებისთვის, კომპარტიის პირველი მდივნებისთვის, აიგო რეზიდენცია, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტთა რეზიდენცია გახდა. 2004 წელს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი რეზიდენციის მშენებლობის სურვილი გამოთქვა. ეს რეზიდენცია ერთ კომპლექსში გააერთიანებდა საპრეზიდენტო სამყოფელსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას. გადაწყდა ავლაბარში, ალვანის, აბდუშელიშვილის, ლომოურისა და ცუცქირიძის ქუჩებში მოქცეული კვარტლის გამოყოფა, სადაც საპრეზიდენტო სასახლეს ალვანის ქუჩაზე გამომავალი საგზაო ინსპექციის შენობა დაეთმობოდა.
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე (ყოფ. მეფისნაცვლის სასახლე), 2007.საგზაო ინსპექციის შენობა XIX ს–ის მეორე ნახევარში იყო აგებული მეფის ჟანდარმერიისთვის. საბჭოთა დროიდან მოყოლებული, იქ სახელმწიფო ავტოინსპექცია (მოგვიანებით საგზაო პოლიცია) იყო განთავსებული. ნეოკლასიციზმის სტილში გამართული ორსართულიანი შენობა დორიული კოლოსალური ორდერის სამი პორტიკით გამოდიოდა ალვანის ქუჩაზე და, დანარჩენ დამხმარე შენობებთან ერთად, მთელ კვარტალს აერთიანებდა.
თავიდან იგეგმებოდა შენობის რეკონსტრუქცია[4], თუმცა შენობის მდგომარეობამ მისი მთლიანად დაშლა და თავიდან აგება გახადა აუცილებელი. შედეგად გაიზარდა მშენებლობის ბიუჯეტი და ვადები. პირველი ბლოკი, რომელშიც სახელმწიფო ადმინისტრაცია განთავსდა, ექსპლუატაციაში 2008 წლის აპრილში შევიდა.[7][8][9] მშენებლობას თავიდან აწარმოებდა სამშენებლო კომპანია „ევრა“, რომელმაც სამშენებლო უფლება მთავრობისგან იმ პირობით მიიღო, რომ კომპანიის მფლობელი ვალერი გელაშვილი ალვანის №5-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლს გადასცემდა სახელმწიფოს. 2005 წელს ხელიუფლებასა და კომპანიას შორის მომხდარი ფინანსური უთანხმოების გამო, მშენებლობა სხვა ორგანიზაციას გადაეცა.[10][11][12] კომპლექსის პროექტი დამუშავდა დეველოპერული კომპანია „არსის“ საპროექტო სტუდიაში. მათ ეკუთვნით სახელმწიფო ადმინისტრაციის კორპუსის პროექტიც. საპრეზიდენტო სასახლის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, რომელსაც ავტოინსპექციის შენობის გადაკეთების იდეა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაბადებია[5], აქტიური მუშაობა კი ამ საკითხზე 2004 წლიდან დაიწყო.
2007 წლიდან პროექტზე სამუშაოდ მოიწვიეს იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი მიკელე დე ლუკი
არქიტექტორის ცვლამ შესაბამისის ასახვა ჰპოვა სასახლის არქიტექტურაზე. ასე მაგალითად, თავიდან სამივე პორტიკი ფრონტონით სრულდებოდა, ისე როგორც საგზაო ინსპექციის ძველ შენობაზე, თუმცა შემდგომ ფრონტონი მხოლოდ ცენტრალურს დაუტოვეს. მოგვიანებით გიგა ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი არქიტექტორისთვის პროექტის გადაცემა მასთან შეუთანხებლად მოხდა[5][6].
სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი განთავსებულია ძველი თბილისის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავლაბრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სამების საკათედრო ტაძრიდან დაახლოებით 200 მეტრში. მთელი კომპლექსი დაახლოებით 22000 მ² ფართობის მქონე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 1500 მ² უშუალოდ საპრეზიდენტო სასახლეს უკავია და დაახლოებთ ამდენივე პრეზიდენტის კანცელარიის კორპუსს. სასახლის ეზო ლანდშაფტური არქიტექტურის ელემენტებით არის დაფარული.
პრეზიდენტის სასახლის არქიტექტურა, ექსტერიერის ნაწილში, თავიდანვე განსაზღვრა კლასიცისტურ სტილში გამართულმა ავტოინსპექციის შენობამ, რომლის რეკონსტრუქციაც იყო დაგეგმილი. ეს არქიტექტურული მიმართულება არ შეცვალეს მიუხედავად ძველი შენობის სრულად დაშლისა და სასახლის თავიდან აგებისა.
მთელი შენობა გამართულია მცირედ სახეცვლილი დორიული კოლოსალური ორდერით. ძველი შენობის მოცულობითი კომპოზიციიდან, დასავლეთ ფასადზე ის იმეორებს მხოლოდ 3 პორტიკს, მაგრამ განსხვავებით ძველი შენობისგან, სასახლე სივრცით-მოცულობითი კომპოზიციისაა (გუმბათის გამო). სასახლე ოთხსართულიანია, სარკული სიმეტრიის მქონე, შედგება სამი ნაწილისგან: ცენტრალური, სარიტუალო ნაწილი - გუმბათქვეშა სივრცე; მარცხენა ფლიგელი - პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი, სათათბირო ოთახები; მარჯვენა ფლიგელი - პრეზიდენცის კანცელარია და მოსასვენებელი. ცენტრალური ნაწილი - ჰოლი, სიმაღლეში ორ სართულს იკავებს. მის სივრცეს შუაში კვეთს ფლიგელების შემაერთებელი შუშის მოაიჯრებიანი, ქვევიდან ხით შემოსილი ხიდი. ჰოლში განთავსებულია XI საუკუნის ხელნაწერი ბიბლია მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ყდით (საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი ვიზიტის დროს ემიგრაციაში მყოფმა ბაგრატოვანთა შთამომავალმა ბიბლია საჩუქრად გადასცა პრეზიდენტს). ჰოლის თავზე, მესამე სართულზე, გუმბათქვეშა სივრცეა, განკუთვნილი სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. აქედანვე ხდება ასვლა გუბათქვეშა პანდუსზე.
სასახლე თავდაპირველი გადაწყვეტით, ივნისი 2007.შენობის ფასადები მთელ სიბრტყეზე ჰორიზონტალურადაა დაყოფილი სართულშუა სარტყელებით. ფასადების ჰორიზონტალურ დაყოფას ხაზს უსვამს ფანჯრების მონოტონური რიგები ყველა სართულზე. შენობის სამი სართული ერთი მძლავრი კარნიზით სრულდება. გუმბათის მარჯვნივ და მარცხნივ შენობის მე-4 სართულია ამოყვანილი, ის ოდნავ შეწეული დასავლეთის ფასადის სიბრტყიდან და ტერასას ქმნის. განაპირა ნაწილებში, აქაც პორტიკებია მოწყობილი (ასევე შეწეული). სართული სრულდება მძლავრი კარნიზით, მსგავსად მე-3 სართულისა. შენობის ცენტრალური პორტიკი დასავლეთ ფასადზე ფრონტონით სრულდება, რომლის ცენტრშიც საქართველოს ფერადი, რელიეფური სახელმწიფო გერბია მოთავსებული. პორტიკის ფრიზი მხატვრული მოზაიკითაა დაფარული, რომელზეც მხედრული ანბანით წარწერილია „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმი - „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ (ავტ. მხატვარი ნატა ამირეჯიბი). შენობის აღმოსავლეთ ფასადი შედარებით უფრო მონოტონურია, რადგან ფასადის სიბრტყეს არღვევს მხოლოდ ერთი, ცენტრალური პორტიკი, ისიც ფრონტონის გარეშე. განაპირა ნაწილებში პორტიკების ილუზიას ქმნის დორიული პილასტრები. აქაც ფასადის კომპოზიცია იქმნება ჰორიზონტალური სართულშუა სარტყლებით და ფანჯრების რიგებით, რაც ორი მძლავრი კარნიზით სრულდება (მე-3 და მე-4 სართულზე). ამასთან მე-4 სართული, ფასადის სიბრტყიდან შეწეული არ არის. სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადებიც ასევე დორიული პილასტრებითაა გაწყობილი.
სასახლის პირველ სართულზე მუზეუმია განთავსებული, სადაც გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და საქართველოს საპატიო სტუმრების მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის საჩუქრად მიძღვნილი ნივთები. მეორე სართულზე მდებარეობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, რომელიც განკუთვნილია ოფიციალური და სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებისათვის. საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ოთახი შედგება კაბინეტისა და ბიბლიოთეკისგან და განლაგებულია ორ სართულზე.
სასახლე მოპირკეთებამდე, 21 აგვისტო, 2008.სასახლის გუმბათი, შენობის კოპოზიციაში დომინანტი ელემენტი, შესრულებულია ლითონში და მინაში. მინა სფერული სეგმენტების სახითაა ჩასმული ლითონის კარკასში. გუმბათი დამზადებულია გერმანიაში და ქართველი არქიტექტორის ვახტანგ ზესაშვილისა და იტალიელი არქიტექტორის ფრანკო ძაგარის ერთობლივი ნამუშევარია.
საპრეზიდენტო სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას პრეზიდენტის კანცელარიის კორპუსი, რომელიც სამხრეთ ფასადთან გამჭირვალე ხიდით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს. შენობა მარტივი მოცულობისაა, სამსართულიანი, გეგმაში „Γ“-ს ფორმის. თეთრი, მობათქაშებული სიბრტყეები დაყოფილია კვადრატული ფანჯრებით. შენობის ექსტერიერი შექმნილია ერთგვარი მემბრანული ფასადით, რომელიც ჰორიზონტალურად ეკვრის შენობას გარკვეულ დისტანციაზე და შეღებილია შავ-რუხ ფერებში (დამპროექტებელი „სტუდია არსი“).
სასახლის ეზოში განთავსებულია რამდენიმე მცირე არქიტექტურული ფორმა: მოძრავი მონუმენტი - გამოხატავს ხელისუფლების სამ შტოს - საკანონმდებლოს, აღმასრულებელსა და სასამართლოს (ავტორი: გერმანელი მოქანდაკე გაბრიელა ვან ჰაბსბურგი), საქართველოს მრავალეთნიკურობის ამსახველი მონუმენტი - შექმნილი გულის ფორმის 67 გამჭვირვალე შუშით (ავტორი - ესპანელი მოქანდაკე ალბერტო დომინგო), წყლის სარკე - მოზაიკური კომპოზიცია „ვინ ვართ, საიდან მოვდივართ“, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებით (კომპოზიციის ავტორი - ქართველი მხატვარი ნატა ამირეჯიბი)

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ავლაბრის_რეზიდენცია
Nearby cities:
კოორდინატები: 41°41'44"N 44°48'40"E
- კალა 0.8 კმ
- ტაბახმელა 8.5 კმ
- ლისის ტბა 8.9 კმ
- საბადურის ტყე 26 კმ
- ჩათახის ხეობაში ლიპარიტისუბნის - ”ოქროს საყდრები”("ლამაზი საყდრის" ) კომპლექსი 55 კმ
- უფლისციხე 59 კმ
- ნასოფლარ ეგრისის კომპლექსი "შავსაყდრები" 60 კმ
- ადგილი საბუღრა 65 კმ
- უსეინქენდის ყორღანები 69 კმ
- მოსეაგანი 79 კმ
- ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერი 0.2 კმ
- რიყის პარკი 0.3 კმ
- ავლაბარი 0.5 კმ
- ევროპის მოედანი 0.5 კმ
- მეტეხის საავტომობილო გვირაბი 0.6 კმ
- ორბელიანის სკვერი 0.7 კმ
- ელია 1.1 კმ
- მთაწმინდა 1.2 კმ
- ორთაჭალა 2.8 კმ
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი 19 კმ