იგოეთი

Georgia / Shida Kartli / Kaspi /
 სოფელი  Add category
 Upload a photo

იგოეთი - სოფელი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, ოკამის თემში. მდებარეობს მდინარე ლეხურას ნაპირზე. თბილისი-ხაშურის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, კასპიდან 9 კილომეტრი.
სოფლის დასავლეთით სასაფლაოზე დგას ადრინდელი ფეოდალური ხანის ამჟამად რესტავრირებული ღვთისმშობლის ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ,ფერდობზე დგას ადრინდელი ფეოდალური ხანის ამჟამად რესტავრირებული დარბაზული ეკლესია " ფუნაგისის წმინდა გიორგი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სოფლის სამხრეთ- დასავლეთითაა ასევე ამჟამად რესტავრირებული სამების ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
მისკენ მიმავალ გზის პირასაა ლომისის წმ.გიორგის სახ.სალოცავი.
გორი-თბილისის ყოფილი ცენტრალური საავტომობილო გზის პირას,სოფლის აღმოსავლეთით ,დგას წითელი საყდარი :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სოფლის ჩრდილოეთ-დასავლეთით მდ. ლეხურის მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გრაკლიანის გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან, 2008 წელს გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა არქეოლოგიური ძეგლი . 2015 წელს გორაზე ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთეხევლი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა, რომლის ნიმუში თარიღის დაზუსტების მიზნით მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიაში გაიგზავნა. მაიამის ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი არის ძვ. წ. XI-X საუკუნეები. 2015 წლის 19 მარტს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°59'22"N   44°24'48"E
This article was last modified 1 წლის წინ