თხოთის მთა

Georgia / Shida Kartli / Kaspi /
 მთა, დაფარული (უკონტურო) ობიექტი
 Upload a photo

თხოთის მთა — მთა საქართველოში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კვერნაქების (კვერნაქის ქედი) ერთ-ერთი მონაკვეთი. მდებარეობს რეხულისა და ქსნის ხეობებს შორის და ერთმანეთისგან ყოფს მუხრანის ველსა და მტკვრისპირა ვაკეს — აშურიანს; სიმაღლე ზღვის დონიდან 845 მეტრამდე.

ისტორიულად თხოთის მთაზე მდებარეობდა კასპისკენ გადასასვლელი. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ და ლეონტი მროველის მატიანეს მიხედვით, მცხეთაში წმინდა ნინოს მოღვაწეობის დროს, მუხრანისკენ სანადიროდ წასულ მეფე მირიანს თხოთის მთაზე მზე დაუბნელდა და გზა ვეღარ გაიგნო. მირიანმა თავდაპირველად თავის ღმერთებს მიმართა; შველა რომ ვერ მიიღო, ნინოს ღმერთს შეევედრა ხსნას. მართლაც, მაშინვე განათდა და მეფემ იწამა ქრისტე. მცხეთელთა მონათვლის შემდეგ წმინდა ნაძვის ხისაგან გამოთლილი სამი ჯვარი აღმართეს თხოთის მთაზე, ქალაქ უჯარმასა და იმ ბორცვზე, სადაც ახლა მცხეთის ჯვრის მონასტერია. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „თხოთის მთასა ზედა მოიქცა მეფე მირიან ქრისტიანედ. აწ არს მუნ ნიში ჯუარისა, რომელი აღმართა წმიდამან ნინომ, სუეტისაგან გამოკუეთილი“.
თხოთის მთაზე შემორჩენილია VII–VIII საუკუნეების ჯვრის ფორმის წმინდა ნინო ეკლესია — აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°55'47"N   44°29'12"E
This article was last modified 2 წლის წინ