სან-ხუანი

Puerto Rico / Bayamyn / Guaynabo / Luis Muñoz Rivera Avenue
 ქალაქი, მუნიციპალური დაწესებულება, ქვეყნის დედაქალაქი

სან-ხუანი (ესპ. San Juan Bautista) — პუერტო-რიკოს დედაქალაქი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტი. 2000 წლის აღწერით, ცხოვრობს 433.733 ადამიანი, მოსახლეობით ეს არის 42-უდიდესი ქალაქი რომელიც შედის შეერთებული შტატების იურისდიქციაში. სან-ხუანი დაარსებული იქნა ესპანელი კოლონისტების მიერ 1521 წელს, ამ დასახლებას მათ უწოდეს სიუდად პუეტო რიკო („მდიდარი პორტ ქალაქი“). პუერტო-რიკოს დედაქალაქი არის მეორე უძველესი ევროპული დასახლება ამერიკაში, დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქის სანტო-დომინგოს შემდეგ. რამდენიმე ისტორიული შენობა მდებარეობს სან-ხუანში, მათ შორის ყველაზე გამორჩეული არის ქალაქის ყოფილი თავდაცვის ისეთი ციხესიმაგრეები როგორებიცაა, ფორტ-სან-დელ-მორო და ფორტ-სან-კრისტობალი, აგრეთვე ერთ-ერთი უძველესი შენობაა ლა-ფორტელეზე, ეს არის უძველესი აღმასრულებელი სახლი რომელიც უწყვეტად გამოიყენებოდა ამერიკაში.

ამჟამად სან-ხუანში არის პუეტო-რიკოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური. ქალაქი კუნძულის წარმოების, ფინანსური, კულტურული და ტურისტული ცენტრია. აქ არის დედაქალაქის სტატისტიკური ფართი, მათ შორის, სან-ხუანი და მუნიციპალიტეტები: ბაიამონი, გუაინაბო, კატანო, კანოვანასი, კაგუასი, თოა-ალტა, თოა-ბაჯა, კაროლინა და ტრუხილო-ალტა. აქ ცხოვრობს დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე, რომლებიც პუერტო-რიკოს მასახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ. სან-ხუანი მასპინძელია მრავალი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის, 1966 წელს აქ გაიმართა ცენტრალური ამერიკის და კარიბების თამაშები, 1979 წელს პან-ამერიკული თამაშები, 2006 და 2009 წლებში მსოფლიო ბეისბოლის თამაშები და კარიბის კუნძულების სერია.

თავდაპირველად, ქალაქ სან-ხუანს ეწოდა პუერტო-რიკო, რაც ნიშნავს „მდიდარ პორტს“, ეს სახელი ცოტა მოგვიანებით მთელ კუნძულს ეწოდა. დედაქალაქის და კუნძულის სახელები მოგვიანებით ერთმანეთისგან განცალკევდა.
Nearby cities:
კოორდინატები:   18°23'3"N   66°3'30"W
  •  466 კმ
  •  880 კმ
  •  902 კმ
  •  924 კმ
  •  951 კმ
  •  998 კმ
  •  1170 კმ
Array