ბარდუბნის წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს ეკლესია (ბარდუბანი)
Georgia /
Imereti /
Terjola /
ბარდუბანი
World
/ Georgia
/ Imereti
/ Terjola
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია
1901 წელს აშენებული დიდ დარბაზული შვერილაბსიდიანი ეკლესია დასავლეთის სამრეკლოთი. სოფლის სასაფლაოზე მდებარეობს. ნაშენია ქვიშა-ქვით, კირის დუღაბზე. კედლის პერანგი მოგებულია კარგად თლილი კვადრებითა. მკაცრადაა დაცული წყობის თარაზულობა. აბსიდის გარეთა ფორმა ხუთწახნაგაა. სამრეკლოს პირველი სართული კარიბჭის ფუნქციას ასრულებს. თაღს ზემოთ გამოსახულია რელიეფური ჯვარი და მხედრული წარწერა "ე ს ე კ კ 1901 წ."
. ეკლესია აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე. ფასადები გაფორმებულია. დასავლეთი კარის თავზე სამკუთხა ჩარჩოში ჩასმულია რელიეფური ჯვარი. სამხრეთი კარის მაღლა ჯვრის, ხარისა და ფარშევანგის რელიეფური გამოსახულებებია. ამავე კარის თავზე მხედრული წარწერაა ქვაში ამოკაწრული.
ეკლესიაში შესასვლელი სამივე კარი გარედან არქიტრავული, შიგნიდან კი თაღოვანია. გეგმით წაგრძელებული, სწორკუთხა დარბაზი აღმოსავლეთით ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აბსიდით ბოლოვდება, რომლის ღერძზე გაჭრილია სამი თაღოვანი სარკმელი. საკურთხევლის კედლებში დატანილია თაღოვანი ნიშები. აბსიდს აქვს სოლეა. ეკლესიის სარკმლები თაღოვანია. იატაკი ფიქალის ფილებითაა მოგებული. ინტერიერში დასავლეთ კედლის სამხრეთ კუთხეში დატანილია კარი, რომლის კიბეებსაც სამრეკლოზე ავყავართ.
ეკლესიის დასავლეთით ყოფილა ნაეკლესიარი, ამჟამად არაფერია შემორჩენილი, მის ადგილას ახლა საფლავია.
ამჟამად რესტავრირებულია.
2006 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ეკლესია: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
დავითი და კონსტანტინეს ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ფოტოები G a G a და Djins Studio.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ბარდუბნის_ეკლესია
Nearby cities:
კოორდინატები: 42°12'34"N 42°54'24"E
- ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია (??? ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია) 2.5 კმ
- სასაფლაო 8.1 კმ
- ქვედა კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესია 16 კმ
- ტაბაკინის მამათა მონასტერი 20 კმ
- ძმუისის მამათა მონასტერი 25 კმ
- მთასაყდრის ( მთის,ლეკნარის) წმ.გიორგის მონასტრის ნანგრევები 26 კმ
- ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი 43 კმ
- ეკლესია "გორიჯვარი" 44 კმ
- ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია და მამათა მონასტერი 56 კმ
- ძველი ეკლესიის ნანგრევები 57 კმ
- სასაფლაო
- თერჯოლის მუნიციპალიტეტი 2.1 კმ
- საავტომობილო ხიდი 3.3 კმ
- თერჯოლის სატელევიზიო ანძა 6 კმ
- ცენტრალური სტადიონი 6.5 კმ
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 11 კმ
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი 23 კმ