ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია და მამათა მონასტერი
Georgia /
Shida Kartli /
Surami /
World
/ Georgia
/ Shida Kartli
/ Surami
მსოფლიო / საქართველო / შიდა ქართლის მხარე
მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია
მიქაელ ულუმბოელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი. საქართველოში მოვიდა VI საუკუნის შუა წლებში სხვა ასურელ მამებთან ერთად დააარსა ულუმბოს მონასტერი (ქართლში). იყო მისი პირველი წინამძღვარი. დასაფლავებულია იქვე.
ქართლის ცხოვრებაში (ტ. IV) ნახსენებია ჭერთჰევის ხევი "ამ ხევვს ზევით არის მონასტერი ულუმბას, უგუმბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგი მამათაგანის ქმნული და დაფლული არს მიქელ მუნვე ზის წინამძღვარი".
ულუმბის მონასტერი ერთ-ერთ ასურელ მამათაგანს მიქაელ ულუმბოელს დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). XIV საუკუნეში ულუმბის მონასტერი თემურლენგის ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. XVIII საუკუნის I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. XIX საუკუნეში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ 1871 წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ( სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად).
ეკლესია დარბაზულია (16X9,30 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. სამხრეთის კარი ძველი ეკლესიისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, აფსიდში, და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრბზე გადადის საბჯენი თაღები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე კედლის დეკორატიული თაღებიცაა.
აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე შემორჩენილია XI საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული ძეგლი, ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი: „ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსვლისავე...“
იხ.თეა ცაგურიშვილის სტატია:"ულუმბოს მონასტრის დაარსება 13 ასურელთაგან ერთ-ერთ მამას - მიქაელ ულუმბოელს უკავშირდება":
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/1408-...
ულუმბოს ღვთიშობლის ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ულუმბის_ღვთისმშობლის_ეკლესია
Nearby cities:
კოორდინატები: 42°8'28"N 43°35'3"E
- ძველი ეკლესიის ნანგრევები 26 კმ
- ეკლესია "გორიჯვარი" 29 კმ
- ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი 34 კმ
- ზედა საქარის წმ.გიორგის ეკლესია 44 კმ
- ტაბაკინის მამათა მონასტერი 48 კმ
- სასაფლაო 51 კმ
- ქვედა კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესია 51 კმ
- ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია (??? ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია) 57 კმ
- ძმუისის მამათა მონასტერი 59 კმ
- მთასაყდრის ( მთის,ლეკნარის) წმ.გიორგის მონასტრის ნანგრევები 60 კმ
- ალის თემი 4.1 კმ
- ცოცხნარის თემი 8.8 კმ
- სურამის თემი 12 კმ
- ლიხის ქედი 13 კმ
- ხაშურის მუნიციპალიტეტი 13 კმ
- საჩხერის მუნიციპალიტეტი 19 კმ
- გედსამანიის ქედი 23 კმ
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი 30 კმ
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 32 კმ
- ცხინვალის რეგიონი 50 კმ