ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი
Georgia /
Imereti /
Sachkhere /
World
/ Georgia
/ Imereti
/ Sachkhere
მსოფლიო / საქართველო / იმერეთი
მართლმადიდებლური ეკლესია
Add category
ჯრუჭის მონასტერი XI საუკუნეშია დაარსებული წმინდა გიორგის სახელზე და უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა საუკუნეთა მანძილზე. ადრე იგი ფალავანდიშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა. XIV-XVI საუკუნეებში მისი ფუნქციები მოიშალა. ჯრუჭში მღვდელმსახურება აღსდგა იმერეთის მეფის, სოლომონ I დიდის დროს, რომელმაც დაუწესა კანონი მონასტერს, მიანიჭა დამოუკიდებლობა და სასაფლაოდ მისცა წერეთლებს. მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის მონასტერი ასზე მეტ გლეხს ფლობდა. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მონასტერში მღვდელმსახურება შეწყდა.
ჯრუჭის მონასტერს დიდი კვალი აქვს დატოვებული ქართულ კულტურაში. ის X საუკუნეშია დაარსებული და ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. საყოველთაოდაა ცნობილი ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტში. იმას, რომ ჯრუჭი ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა, მოწმობს ეზოში დაყრილი ჩუქურთმები და სვეტთა ნაწილები, რომლებიც ერთ დროს ტაძრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ. ერთ-ერთ კედელზე დღესაც შემორჩენილი წმინდა გიორგის ბარეილიეფი, რომელზეც ორი წმინდა გიორგია გამოსახული, პირით ერთმანეთისაკენ. ერთ-ერთი მათგანი ებრძვის გველეშაპს ხოლო მეორე ბიზანტიის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ეს ბარელიეფი უნიკალურია თავისი შინაარსით და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.
მიტოვებული მონასტერი 1991 წლის მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია. ბოლო 20 წლის მანძილზე ჯრუჭის მონასტერში რამდენიმე ბერი მოღვაწეობდა, მერე კი ისევ გაუკაცრიელდა.
2010 წელს ახალგაზრდა მღვდელმსახურებმა მამა ბიძინას მეთაურობით ისევ გამოაცოცხლეს ჯრუჭის სავანე.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
იხ."გ.ჩიღვინაძე - ჯრუჭის მონასტრის ისტორიისათვის":
saunje.ge/index.php?id=1463&lang=ka
იხ.სურათებით"ჯრუჭის მონასტერი":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ჯრუჭის_მონასტერი
Nearby cities:
კოორდინატები: 42°23'58"N 43°21'48"E
- ეკლესია "გორიჯვარი" 5.4 კმ
- ძველი ეკლესიის ნანგრევები 16 კმ
- მთასაყდრის ( მთის,ლეკნარის) წმ.გიორგის მონასტრის ნანგრევები 32 კმ
- ძმუისის მამათა მონასტერი 32 კმ
- ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია და მამათა მონასტერი 34 კმ
- სასაფლაო 35 კმ
- ზედა საქარის წმ.გიორგის ეკლესია 38 კმ
- ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია (??? ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია) 42 კმ
- ტაბაკინის მამათა მონასტერი 48 კმ
- ქვედა კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესია 49 კმ
- ბაჯითის კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის საბადო 6.6 კმ
- რაჭის ქედი 7.2 კმ
- ქორეთი ( უბანი პასიეთი ) 10 კმ
- ცოფი 12 კმ
- ახალი ითხვისი 13 კმ
- ველევის თემი 13 კმ
- ნაგუთი 14 კმ
- საჩხერის მუნიციპალიტეტი 15 კმ
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი 15 კმ
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 31 კმ