გოგნის წმ. გიორგის ეკლესია (გოგნი)

Georgia / Imereti / Terjola / გოგნი
 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

დარბაზული ეკლესია შვერილი ხუთწახნაგა აფსიდით დგას სასაფლაოზე. კარის თავზე მოთავსებული მხედრული წარწერის მიხედვით აგებულია 1887 წ. აღმართულია სამსაფეხურიან ცოკოლზე. მოპირკეთებულია დამუშავებული კვადრებით. შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედლის შუაშია გაჭრილი. აღმოსავლეთის მხარეს სამი, დასავლეთით ერთი, ხოლო სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი თაღოვანი ფართო სარკმელია. კარის თავზე საამშენებლო წარწერაა: „ქ. ჩყპზ-სა აღშენება ამა ეკლესიისა ოსტატები გიორგი აბესაძე ვასილ ნოსელიძე და ბესარიონ ....“.
2006 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
წმ. გიორგის ეკლესია : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°16'37"N   42°59'11"E
  •  142 კმ
  •  367 კმ
  •  478 კმ
  •  588 კმ
  •  633 კმ
  •  742 კმ
  •  775 კმ
  •  780 კმ
  •  890 კმ
  •  950 კმ
This article was last modified 2 წლის წინ