მუსის ციხე

Georgia / Kvemo Kartli / Trialeti /
 ციხე-სიმაგრე, ნანგრევები ( რუინები )
 Upload a photo

მუსის ციხე მდებარეობს მდ. ყარაბულახის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ქარიანთან, სუკალას ტერიტორიაზე. წარმოადგენს ძვ.წ. I ათასწლეულის ნაგებობას, რომელიც შუა საუკუნეებშიც ასრულებდა სათავდაცვო ნაგებობის ფუნქციას. ციხე აგებულია ზურტაკეტიდან დმანისისხევში გადასასვლელ გზაზე და შესაბამისად მისი კონტროლის ფუნქცია ქონდა. ციხე აგებულია კარკნალის თხემზე (130x70 მ). კედლები მშრალი წყობითაა ნაგები. ასევეა აშენებული ციხის შიდა ნაგებობები. ფეოდალურ ხანაში უკვე კედლები კირხსნარზე აუგიათ.
მუსის ციხეს იხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი, რომლის მიხედვითაც ყარაბულახის „სამხრით არს ციხე მაღალი, კლდის ზღუდით მოზღუდვილი, წოდებული მუსის ციხე-ყალა“ (ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. „ქართლის ცხოვრება“, IV. თბ., 1973, გვ.317). ვახუშტის დროს აქ სოფელი აღარ ყოფილა (ბერძენიშვილი დ. ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან. თბ., 2014. გვ.98-99).
ციხეზე დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა 1986 წ. (ხელმძღ. კ. კახიანი), რომლის დროსაც აიკრიფა გვიანი ბრინჯაოს პერიოდისა და ანტიკური ხანის კერამიკის ფრაგმენტები, ხოლო ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი (გამყრელიძე გ., მინდორაშვილი დ., ბრაგვაძე ზ., კვაჭაძე მ. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი. თბ., 2013. გვ.347).
ციხის აღმოსავლეთით ნასახლარია, სამხრეთით ძველი ქართული სასაფლაო, რომელზეც ვხვდებით შუა საუკუნეების ქართული საფლავებისთვის დამახასიათებელ საფლავის ქვებს - ყოჩის, ცხენის ქანდაკებით, ბრტყელ ქვებს ადამიანთა და ჯვრების გამოსახულებით, იკითხება ქართული ასომთავრული წარწერებიც (მაგ. „ქრისტე შეიწყალე სული ენოსი“). სასაფლაო მუსის ნასოფლარის უნდა იყოს (ბერძენიშვილი 2014. გვ.98-99).
სამწუხაროდ ციხე დღემდე სტატუსის გარეშეა.
მუსის ციხე:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°22'7"N   44°7'16"E
This article was last modified 3 წლის წინ