ხევის ოქონის წმ. გიორგის ეკლესია (ხევი) | მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Shida Kartli / Surami / ხევი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

სოფელ ხევის თავში, შემაღლებულ ადგილზე, სადაც მრავალწლოვანი ცაცხვის ხეებია, დგას ოქონის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, მოგვიანებით დასავლეთიდან მინაშენით. იგი გარედან და შიგნიდან მთლიანად შელესილია და შემდეგ შეთეთრებული. გამონაკლისს წარმოადგენს მინაშენის დასავლეთის ფასადი, რომელიც თლილი ქვით არის აშენებული. ეკლესიას გაკეთებული აქვს რკინის სალტე. ეკლესია გეგმაში მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ერთი ოთკუთხა ნიშია ჩრდილოეთით. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით აწეულია დარბაზის იატაკიდან და წინ გაკეთებული აქვს სოლეა. კამარა შემაგრებული იყო ერთი თაღით, რომელიც ერთსაფეხურიან პილასტრს ეყრდნობა. იატაკი ბეტონისაა. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე არსებული ფართო ოთკუთხა სარკმლებით. ძველი ეკლესიის დასავლეთის კედელი მთიანად მონგრეულია და მისი სივრცე გაერთიანებულია ახალ მართკუთხა მინაშენში, სწორედ ამ მინაშენის სამხრეთის კედელში გაკეთებულია შესასვლელი, რომელიც არქიტრაულია არქიტრავის თავზე ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესია ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით დგას ერთ საფეხურან ცოკოლზე. ძველ ეკლესიას კარნიზად თარო აქვს გამოყენებული. ახალ მინაშენს კარნიზი არ გააჩნია. გადახურულია ღარიანი კრამიტით.
იხ.სურათით"ხევის ოქონის წმ. გიორგის ეკლესია ":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°5'20"N   43°24'30"E
  •  102 კმ
  •  408 კმ
  •  517 კმ
  •  621 კმ
  •  667 კმ
  •  759 კმ
  •  811 კმ
  •  813 კმ
  •  929 კმ
  •  988 კმ
This article was last modified 3 წლის წინ