ალაგურის ბაღები - ნასოფლარი

Georgia / Samtskhe-Javakheti / Akhalkalaki / ჭაჭკარი
 ნანგრევები ( რუინები ), სოფელი, მიტოვებული

სოფელ ჭაჭკარსა და თმოგვს შორის, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ვანის ქვაბების საპირისპიროდ, მთის ფერდის ქვედა ნაწილში, ვაკეზე, ნასოფლარია განფენილი. განვითარებული შუა საუკუნეების ნასოფლარი გეგმის დონეზე იკითხება. გვიანი შუა საუკუნეების საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი საკმაოდ დიდი ზომის სხვადასხვა (ოვალური, სწორკუთხა) მოყვანილობის კომპარტიმენტებისგან. კედლები ამოყვანილია ერთმანეთთან მიჯრილ ჯავახური ფორებიანი ქვის სწორ რიგებად. შენობების შემორჩენილი სიმაღლე ზოგ შემთხვევაში 2,0 მ-ს აღწევს. ნასოფლარს საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია და იგი სიგანეშია განვითარებული, მთის ფერდს მიუყვება ჰორიზონტალურ ზოლებად, საფეხურებად.
იხ.სურათებით " ალაგურის ბაღები - ნასოფლარი": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/8221
Nearby cities:
კოორდინატები:   41°23'13"N   43°18'8"E
This article was last modified 5 წლის წინ