აბულეთის სამონასტრო კომპლექსი
Georgia /
Mtskheta-Mtianeti /
Mtskheta /
World
/ Georgia
/ Mtskheta-Mtianeti
/ Mtskheta
ნანგრევები ( რუინები ), მართლმადიდებლური ეკლესია
აბულეთის სამონასტრო კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტში,სოფ. ხეკორძის სამხრეთ-დასავლეთით 6-ოდე კილომეტრში, მდ. ხეკორძულას ხეობაში, მისი შენაკადის- პატარა ხევის მარცხენა მხარეს, მთა სათოვლის მოვაკებულ ბორცვზე. ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევრამდე მახლობლად სოფ. სათოვლე არსებობდა; დღეს კი მისი კვალი წაშლილია.
1977-1981 წლებში მცხეთის არქეოლოგიური კომისიის მიერ (ჯგუფის ხელმძღვანელი შ. ირემაშვილი) ჩატარებული არქეოლოგიოური გათხრებით ბორცვის თხემზე და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე აღმოჩენილ იქნა სამოსახლოს ნაშთები, 2 სათავსი, თორმეტი ქვაყუთი და ორი გვიანბრინჯაოს ხანის ორმოსამარხი. ისინი თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით, ადრინდელი, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანით.
კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას:
ა) წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (18,5×10 მ). დგას თხემის აღმოსავლეთ ნაწილში.ძლიერ დაზიანებულია.ნაგებია ტლანქად გათლილი ქვიშაქვის ბლოკებით. გერეთა საპირე ქვებს შორის არსებული სიცარიელეები ზოგან შევსებულია ანტიკური კრამიტის ნატეხებით. ეკლესია მოგვიანებით შეუკეთებიათ, ამას ადასტურებს კედლების ზედა წყობაში ნახმარი ბრტყელი აგური. ეკლესიის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ფართო მინაშენის კვალი.
ეკლესიის XI ს. მშენებლობაზე უნდა მიუთითებდეს აქვე აღმოჩენილი ღარიანი კრამიტი, რომელზეც ნუსხახუცურით შესრულებული ნაკაწრი წარწერაა: ,,ქრისტე შეიწყალე მიქელ ამინ ძმანნი მისნი“.
ბ) მცირე ზომის ეკლესია (8,5×5 მ),რომელიც წმ.გიორგის ეკლესიის ჩრდ.-დასავლეთით დგას. დარბაზული ეკლესია ნაგებია უხეშად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით, ქვატეხილებით და შიგადაშიგ გამოყენებულია (შეკეთების დროს) ბრტყელი აგური. ეკლესიის დასავლეთ კედელში ჩატანებულია ქვიშაქვის კვადრი, რომლის კედელში მოქცეულ წახნაგზე რელიეფია მოცემული: ჩაწეულ შიდა სივრცეში შემორჩენილია მცენარის ტოტი ნაყოფით (?), ხოლო წახნაგის მოჩარჩოებულ ზედაპირზე გამოსახულია ვაზის ყლორტი. აშკარაა, რომ ის ადრეული ნაგებობის კუთვნილებაა, ოღონდ აშკარად ქრისტიანული თემატიკის.
გ) სათავსები:
სათავსი №1 (3,5×2,35 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და ტალახით. შემორჩენილია კედლის წყობის 3-4 რიგი. სათავსის ჩრდ.-აღმ. კედელთან პურის საცხობი თონე იყო, ხოლო სამხ.-დას. კედელთან კერა.
სათავსი №2-ის (6×3,6 მ) კედლების წყობის 2-3 რიგია შემორჩენილი. სათავსის ჩრდ.-აღმ. კედელში ჩატანებული იყო ნალისებური საწნახელი, რომელიც ფართო ღარით თაღს უკავშირდებოდა. საწნახელი და თაღარი შელესილი იყო კირხსნარით.
დ) კომპლექსის ეზოში და მცირე ტაძრის დარბაზში მიმობნეულია ანტიკური პერიოდის არქიტექტურული დეტალები:
ა) ქვიშაქვის კანელურებიანი სვეტი (სიგრძე - 1,8 მ, დმ - 0,35-0,4 მ). დევს მცირე ეკლესიის სამხრეთ კედელთან.
ბ) ბაზალტის სვეტის ქვედა ნაწილი, ბაზისი და სვეტისთავი.
ანტიკური პერიოდის არქიტექტურული დეტალები, როგორც კომპლექსის ეზოში აღმოჩენილები, ასევე წმ. გიორგის ეკლესიაში ჩატანებულები, ცხადყოფენ, რომ ადრე აქ სხვა ნაგებობა (საკულტო?) უნდა მდგარიყო და მის ნანგრევებზე ანდა დანგრევის შემდეგ მის ადგილას აეშენებინათ ეს კომპლექსი.
იმას რომ არა მხოლოდ ეს ადგილი (აბულეთის ბორცვი), არამედ ადგილი ნაბაღრევიც (გვერდითა ბორცვი) უძველესი დროიდან იყო დასახლებული მოწმობს აქ სხვადასხვა წლებში გათხრილი სამარხები და ნამოსახლარები. მცხეთის გადედაქალაქების პერიოდიდან აქ სამოსახლოს კვალი წყდება; ადრე შუა საუკუნეებიდან კი ისევ ჩნდება და შუა საუკუნეებშიც გრძელდება. როგორც ჩანს ადრე შუა საუკუნეებში აქ სამოსახლოს გაჩენას უნდა უკავშირდებოდეს ახალი საკულტო ნაგებობების გაჩენაც.
ტყის დღევანდელ სამანქანო გზიდან სამონასტრო კომპლექსამდე გზა გაყვანილია მთის თხემზე და ოდნავ დამრეც რელიეფს მიუყვება, აქეთ-იქიდან ქვების რიგებით არის შემოზღუდული.
აბულეთის სამონასტრო კომპლექსი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
აბულეთის სამონასტრო კომპლექსი. წმ. გიორგის ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
აბულეთის სამონასტრო კომპლექსი. მცირე ეკლესია :

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი. სათავსი ნაგებობები:

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი. სხვა ნაგებობანი:

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი. ქვაყუთები:

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი. გზა :

იხ.სურათით "ორსენაკიანი ნაგებობა ":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/აბულეთის_სამონასტრო_კომპლექსი
Nearby cities:
კოორდინატები: 41°48'22"N 44°34'32"E
- ნატბეური 6.1 კმ
- ნასახლარის ნანგრევები 18 კმ
- ნასოფლარი უხმარა 20 კმ
- ნადარბაზევის დასახლება (ნასოფლარი) 30 კმ
- აეროპორტი სითის საკუთრება 32 კმ
- ყოფილი კრწანისის საცდელი მეურნეობა 34 კმ
- ნასოფლარი ზემო ახალშენი 34 კმ
- დანგრეული დასახლება 34 კმ
- იალღუჯა 38 კმ
- არაშენებული დასახლება 40 კმ
- ძეგვის თემი 0.7 კმ
- თათრის ნაბინავარი 2.1 კმ
- მდ.დარბაზისხევი 2.3 კმ
- სათოვლიას ქედი 2.5 კმ
- საწკეპელას ქედი 3.4 კმ
- ნიჩბისის თემი 4.4 კმ
- მდ.დიღმისწყალი 10 კმ
- მცხეთის მუნიციპალიტეტი 16 კმ
- კასპის მუნიციპალიტეტი 20 კმ
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 22 კმ