გაქვავებული ხე( ტყე )

Georgia / Samtskhe-Javakheti / Adigeni / [შ 1] ბათუმი - ახალციხე
 საინტერესო ადგილები  Add category

გაქვავებული ტყე, იგივე გოდერძის ნამარხი ტყე, უღელტეხილიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ადიგენისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. თუ ადგილობრივებს ჰკითხავთ, დიდი შანსია, რომ გზას ვერ მიგასწავლიან, რადგან ტყის შესახებ არაფერი სმენიათ, ამიტომ ორიენტირად ადიგენის გზაზე მდებარე ე.წ. ცივწყარო აიღეთ. ცივწყარო დაახლოებით ისეთი ადგილია, როგორიც რიკოთი, გზაზე მიმავალ-მომავალი მანქანები ჩერდებიან, მგზავრები წყალს სვამენ და წაიხემსებენ ხოლმე.

ცივწყაროსთან მთელს ჩაყოლებაზეა მწვანე ტყის საფარში შემალული გაქვავებული ტყე. იმისთვის, რომ ტყის ნაშთები შეამჩნიოთ, ფხიზელი თვალი და ორასიოდე მეტრი ფეხით გავლა მოგიწევთ. საავტომობილო გზის გასწვრივ აღმართულ უზარმაზარ კლდის გულში ადვილად შესამჩნევია გაქვავებული ხის ნაშთი.
იხ.სტატია:"აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ": batumelebi.netgazeti.ge/weekly1/101720/
Nearby cities:
კოორდინატები:   41°38'21"N   42°35'1"E
This article was last modified 5 წლის წინ