მელიქაშენის დიდი (სამეკლესიანი) დარბაზული ეკლესია (ნანგრევები)
Armenia /
Lori /
Akhtala /
World
/ Armenia
/ Lori
/ Akhtala
ნანგრევები ( რუინები ), მართლმადიდებლური ეკლესია
მე-6-7 საუკუნეების ბაზილიკური ტიპის (11,5x6,0 მ.) მართკუთხა ფორმის დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. შემორჩენილია ცენტრალური დარბაზის დასავლეთის და სამხრეთისა კედლები და ჩრდილო-აღმოსავლეთის ვრცელი პასტოფორიუმი, რომლის შესასვლელი საკურთხევლის აფსიდის მახლობლად - ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი. მის სიმეტრიულად სამხრეთის კედელშიც ამავე ზომის კარია დატანილი. ჩრდილოეთის პასტოფორიუმს დასავლეთიდან ებჯინება აფსიდიანი გრძელი სათავსი, რომელსაც ეკლესიის მხრიდან შესასვლელი არ აქვს. მთავარი ეკლესიის ერთადერთი ტუფის არქიტრავული ფართო კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. არქიტრავის გარეთა მხრიდან ორსტრიქონიანი წარწერის კვალი შეინიშნება. დასავლეთ კედლის კარსზემოთ წყობაში გადაკეთების კვალი შეიმჩნევა, რის გამოც ამავე კედლის სარკმელი საგრძნობლადაა დავიწროებული. ჩრდილოეთის პასტოფორიუმს ფართო, პარალელურგვერდებიანი სარკმელი გააჩნია. ასეთივე მოყვანილობისაა ეკლესიის სამხრეთ სარკმელიც, რომელიც მთავარი დარბაზის ცენტრალურ ნაწილს ანათებდა. ეკლესიის დარბაზი ერთი წყვილი შვერილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. პილასტრები სუფთად ნათალი ტუფის ქვებითაა გამოყვანილი. ტუფისავე ქვითაა აგებული ჩრდილოეთ პასტოფორიუმის კამარაც. ეკლესიის კედლები ე.წ. უჯარმული წყობით - უხეშად დამუშავებული, თანაბარი ზომის, კირქვის ჰორიზონტალური რიგებითაა ნაწყობი.
ეკლესიის ირგვლივ ძველი საფლავის ქვებია.
ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 მეტრის დაშორებით დარბაზული ნაეკლესიარია შემორჩენილი.
2015 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
მელიქაშენის დიდი (სამეკლესიანი) დარბაზული ეკლესია
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ეკლესიის ირგვლივ ძველი საფლავის ქვებია.
ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 მეტრის დაშორებით დარბაზული ნაეკლესიარია შემორჩენილი.
2015 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
მელიქაშენის დიდი (სამეკლესიანი) დარბაზული ეკლესია
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები: 41°13'38"N 44°43'39"E
- ნასოფლარი ხოჟორნი 3.7 კმ
- ნაქალაქარი გორული (ყარაჩოფლიარ ქილისა) 9 კმ
- ბინაძორის კომპლექსი 13 კმ
- გაგი (ნაქალაქარი) 18 კმ
- კუი-ბულაღი (ნასოფლარი) 22 კმ
- ნასოფლარი დემირ-სუ 24 კმ
- ჭაპალის ციხე 24 კმ
- ნასოფლარი სათხე 28 კმ
- ნახიდურის ნასოფლარი 28 კმ
- სამშვილდის ნაქალაქარი 37 კმ
- სასაფლაო 2.5 კმ
- ნასოფლარი ხოჟორნი 3.5 კმ
- მ. ვარიკლი,815 5.7 კმ
- ლალვარის ქედი 6.8 კმ
- რკინიგზის სადგური '' სადახლო '' 7 კმ
- ბაზარი 7.2 კმ
- პარკი 7.7 კმ
- მარნეულის მუნიციპალიტეტი 18 კმ
- თუმანიანი 20 კმ
- ნოემბრიანი 24 კმ