Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

ადგილი ირემთკალო და უძილაურთას სათემოს კოპალას სამლოცველო

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Pasanauri /
 სამლოცველო  Add category
 Upload a photo

ირემთკალო - ხთისშვილ კოპალა კარატიონის და დევებს ეპიკური ბრძოლის ადგილი უკანაფშავში. უძილაურთას თავზე, ალპურ ზონაში დავაკებაა, გასაოცარი ადგილია და თავად სახელიც რად ღირს მარტო. აქ გმირ კოპალას სახელზე საზარე და სასანთლე კოშკები დგას. უძილაურთას სათემო სალოცავს საქართველოს უხუცესი ხევისბერი, 88 წლის იოსებ კოჭლიშვილი ემსახურება. ირემთკალოს და მიმდებარე სოფელ აკუშოს შორის, ციხეგორთან მდებარეობს კოპალას სამლოცველო. ხევისბერი თავის ასაკას არ ეპუება და უძველესი წესის მიყოლით ასრულებს მოვალეობას - რთულ აღმართს მიუყვება ციხეგორიდან ირემთკალოსკენ ყოველ ჯერზე როცა რიტუალი უნდა შეასრულოს.
ანდერზებით, ხალხური გადმოცემებით, აქ დევების ხელმწიფე იჯდა და თავის მოდგმას პატრონობდა, მთელი ფხოვის ხევის აკლებული ქონდათ.
კოპალა დევებთან მივიდა და ირემთკალოდან წასვლა უბრძანა. დევებს ჯერ გაუკვირდათ, მერე კი გართობა განიზრახეს და ლახტიან გმირს ჯილდაობაზე დასთანხმდნენ - ლოდს ვინც უფრო შორს გაისროდა, ირემთკალოს სანახებიც მას დარჩებოდა.
პირველი ლოდი დევმა გაისროლა და ის აკუშოს ციხეგორს გადააცდინა ბაშთოგორამდე. ახლა ხთისშვილის ჯერი მოვიდა - ვინაიდან მას მორიგე ღმერთისგან ადამიანთა მოდგმის დვებისგან დახსნა ქონდა დავალებული, დიდი კვირია ხთის კარზე კარვიანი (კვირიოს, ბერძნულიდან უფალს ნიშნავს) დარაჯობდა შემწერდ. სწორედ მან წაუკრა მათრახის წვერი კოპალას ნასროლ ქვას და ისიც აჩქარდა, დევის ნასროლზე შორს დაეცა. ქაჯებმაც კი ვერ შეძლეს ამ ლოდის ჩამოთრევა ქვევით, დევების მხარეს იყვნენ ავსულნი და ხთისშვილს ხელს უშლიდნენ.
გამარჯვების შემდეგ კოპალა ირემთკალოს დაეპატრონა და დევებს ფეხი ამოუძირკვა აქედან. ბრძოლა გაგრძელდა იახსართან და სხვა ხთისშვილებთან ერთად, მათ მალე დევებს მუსრი გაავლეს და ფხოვის მიწა გაწმინდეს.
მთიელთა შორის წინაპართა რწმენა დღესაც ცოცხლობს, სახალხო დღესასწაულები ჩვენს დროშიც იმართება( 28 აგვისტოს)
Nearby cities:
კოორდინატები:   42°26'40"N   44°59'0"E
  •  75 კმ
  •  505 კმ
  •  594 კმ
  •  702 კმ
  •  720 კმ
  •  753 კმ
  •  836 კმ
  •  857 კმ
  •  994 კმ
  •  1048 კმ
This article was last modified 4 წლის წინ