წინწყაროს წმ. გიორგის ეკლესია (წინწყარო)

Georgia / Kvemo Kartli / Bolnisi / წინწყარო
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

წმ. გიორგის გუმბათიანი ეკლესია დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე, გეგმაში დაგრძელებული დასავლეთის მკლავით. ფასადები დანაწევრებულია მაღალი, ფართე, თაღოვანი სარკმლებით. სარკმლებსა და შესასვლელებს გამოჰყოფს კედლის სიბრტყიდან ამოწეული თაღნარი. ეკლესიის ოთხივე ფრონტონში გამოსახულია წყობაში ჩაძირული რელიეფური ჯვრები. გუმბათის ყელის მორთულობაში გამოყენებულია გრეხილი ლილვის მოტივი. სამხრეთ ფასადზე გამოსახულია ოსტატის ხელი გონიოთი. დასავლეთის მკლავის თავზე შედგმულია სამრეკლო. ეკლესიის აგების დროს კუთხის ქვებად გამოუყენებიათ ქართული საფლავის ქვები. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი. სავარაუდოა, აქ ძველი ეკლესიის არსებობა.
ეკლესია მოქმედია.
იხ.სურათით :" "წმ. გიორგის" ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°32'37"N   44°37'7"E
  •  33 კმ
  •  525 კმ
  •  632 კმ
  •  722 კმ
  •  769 კმ
  •  819 კმ
  •  910 კმ
  •  918 კმ
  •  1042 კმ
  •  1100 კმ
This article was last modified 4 წლის წინ