გუდარეხის მონასტერი

Georgia / Kvemo Kartli / Tetri Tskaro /
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

სოფელ გუდარეხის მიდამოებში,მისგან ჩრდილოეთით 8 კილომეტრში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან .
1938—1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI—XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონეტა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში. სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სამრეკლო, საჟამნო, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, სასახლე, საჯინიბო, მარანი, სენაკი I, სენაკი II, სენაკი III, შენობა I, შენობა III, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები და შალვას ეკლესია.

გუდარეხის მთავარი ტაძარი აუგია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს XIII საუკუნის მეორე მეოთხედში, რუსუდანის მეფობის დროს. .ნაშენია კარგად გათლილი კვადრებით, მოპირკეთებული ფასადები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი სამკუთხა ნიში; სარკმლის თავზე დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია, ქვემოთ კი — მოჩუქურთმებული კვადრატები. გარედან ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონია — სამხრეთით კარიბჭე, ჩრდილოეთით ეგვტერი (ამჟამად ორივე დანგრეულია). ორსართულიანი სამრეკლო აგებულია 1278 წელს დემეტრე II თავდადებულის ხანაში. ეს ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში. სამრეკლოს ქვედა სართული ღიაა, ზემოთ რვამალიანი ფანჩატურია, ხოლო მათ შუა — სადგომი. გუდარეხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
დამატებითი ინფორმაცია: 1. ერთნავიანი ტაძარი - 1231-38 წწ .
2. ეკლესია მცირე - შუა საუკუნეები
3. სამწირველო გალავანს გარეთ - შუა საუკუნეები
4. სამრეკლო - 1278 წ.
5. სასახლე - XIII ს.
6. გალავანი - შუა საუკუნეები.
7. სხვა ნაგებობანი - შუა საუკუნეები.

გუდარეხის მონასტერი მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
იხ.პატარა სურათებით ვრცლად:"ძეგლები": tetritskaro.blogspot.com/2013/06/

www.about.ge/ka/pois/?poid=870


www.youtube.com/watch?v=sB6Y0hPcplY
Nearby cities:
კოორდინატები:   41°35'27"N   44°25'42"E

Comments

  • გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხის მიდამოებში, ქ. თეთრიწყაროდან ჩრდილოეთით 8 კმ–ში. იგი აშენებულია XIII საუკუნის მეორე მეოთხედში, რუსუდანის მეფობის დროს. სამონასტრო კომპლექსში შედის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ძეგლი – ორსართულიანი სამრეკლო. იგი აგებულია 1278 წელს დემეტრე თავდადებულის ხანაში. ეს ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში.
  •  31 კმ
  •  509 კმ
  •  617 კმ
  •  706 კმ
  •  756 კმ
  •  813 კმ
  •  898 კმ
  •  905 კმ
  •  1027 კმ
  •  1085 კმ
This article was last modified 4 წლის წინ