წერაქვის "დიდი მზიგულის" ეკლესია

Georgia / Kvemo Kartli / Shaumiani /
 ruins, Orthodox church

გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია კლდის მასივზეა დაშენებული. მისი სამხრეთი ფასადი ციცაბო კლდის პირს ესაზღვრება. გეგმაში მართკუთხა მოხაზულობის, ერთნავიანი ტაძარი აღმოსავლეთიდან აბსიდით სრულდება. ნაგებია ოქროსფერი ნატეხი ქვისაგან. შიგადაშიგ ჩართულია მოზრდილი ქვის ლოდები. გარედან სწორკუთხა მოხაზულობის კარი დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნახევარზეა გაჭრილი. მის თავზე ბალავარის ქვის ფუნქციას განივად დადებული, გრძელი, მასიური ლოდი ასრულებს. ლოდის ერთი კიდე დაახლოებით კედლის ცენტრალურ ნაწილამდე აღწევს, მეორე - ჩრდილოეთი კედლის კუთხემდე. როგორც ეკლესიის შიგნიდან ჩანს, აღნიშნული ქვის ქვეშ, სიმაგრისათვის ხის ძელია გადებული. ლოდის ზემოთ კედლის სისქე თაღოვან ფორმად არის გამოღებული. კარის მსგავსად, არც ამავე კედელზე არსებული სარკმლის ღიობი მონიშნავს ცენტრალურ ღერძს. თითო სარკმელია გაჭრილი აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე. აბსიდი დარბაზისაგან კუთხითაა გამოყოფილი.
ტაძარს შემორტყმული ჰქონდა გალავანი, რომლის ნაშთები ტაძრის დასავლეთ მხარესაა დარჩენილი.
არსებობს გადმოცემა, რომ კლდის ქვემოთ, გზის მიმდებარე მონაკვეთზე არსებული გვირაბიდან გამავალი ხვრელი ზემოთაღნიშნულ ტაძარში ადიოდა.
ვრცლად ფოტოებით : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8178
Nearby cities:
Coordinates:   41°16'45"N   44°41'18"E
This article was last modified 3 years ago