რიწის სახელმწიფო ნაკრძალი

Georgia / Abkhasia / Gudauta /
 პარკი, ტყე, UNESCO biosphere reserve (en), სახელმწიფო დაცული ტერიტორიები ( ნაკრძალი,აღკვეთილი), დაფარული (უკონტურო) ობიექტი

რიწის დაცული ტერიტორია — კომპლექსური ნაკრძალი საქართველოში, აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრიდან 60 კმ-ზე. განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო. ფართობი 16 289 ჰა. დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით. ნაკრძალის ტერიტორია დანაწევრებულია ხეობებით. ტყეები მოქცეულია რიწის ტბის გარშემო მდინარეთა ხეობებში. ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი, ბზა და სხვა. 600-1800 მ-ზე გავრცელებულია კავკასიური სოჭის, კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური წიფლის კორომები, 1800-2200 მ-ზე — კავკასიური სოჭისა და აღმოსავლური ნაძვის ტყეებია. ქვეტყეში გვხვდება შქერი, წვავი, ჭყორი, იელი, თხილი, კავკასიური მოცვი და სხვა. ამ ტყეებს ესაზღვრება სუბალპური ტყე-მდელოს სარტყელი. მის ზემოთ მოქცეულია ალპური, სუბნივალური და ნივალური სარტყლები. ტყეში ბევრი მგალობელი და მტაცებელი ფრინველია. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, ტყის კვერნა, მაჩვი, კურდღელი. უამინდობისას ნაკრძალს თავს აფარებს დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი. რიწის ტბაში ბინადრობს კალმახი, აკლიმატიზებულია სიგი.
Nearby cities:
კოორდინატები:   43°28'18"N   40°35'43"E
  •  132 კმ
  •  248 კმ
  •  375 კმ
  •  437 კმ
  •  444 კმ
  •  566 კმ
  •  598 კმ
  •  662 კმ
  •  662 კმ
  •  725 კმ
This article was last modified 8 წლის წინ