კავკასიის ნარკძალი
Russia /
Krasnodar /
Krasnaya Polyana /
World
/ Russia
/ Krasnodar
/ Krasnaya Polyana
, 13 კმ ცენტრიდან (Красная Поляна)
პარკი, UNESCO biosphere reserve (en), სახელმწიფო დაცული ტერიტორიები ( ნაკრძალი,აღკვეთილი), დაფარული (უკონტურო) ობიექტი
კავკასიის ნარკძალი, ნაკრძალი ქ. სოჭსა და ქ. მაიკოპს შორის (კრასნოდარის მხარე), ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ (მდინარეების დიდი ლაბის და ბელაიის ზემო დინება) და სამხრეთ კალთებზე ( მდინარეების მზიმთის, სოჭის და შახეს ზემო დინება). ფართობი 263,5 ათასი ჰა (1977). დაარსდა 1924 წელს ჩრდილოეთ-დასავლეთ კავკასიის ბუნებრივი კომპლექსების დაცვის მიზნით.
კავკასიის ნაკრძალში 300-მდე ენდემური სახეობაა. ზღვის დონიდან 900-1200 მ-ზე ფართოდ არის გავრცელებული წიფლნარი, სამხრეთი კალთები 900 მ-მდე დაფარულია მუხნარით, რომელშიც შერეულია რცხილა, პანტა, მაჟალო, ტყემალი, ლეკა, ცაცხვი და სხვა. 1000-1900 მ-ზე ჭარბობს სოჭნარი. ტყის სარტყლის ზედა საზღვარზე სუბალპური ტანბრეცილი ტყეებია, შერეულია არყის, ცირცელის, მაღალმთის ბოკვის, მუხისა და წიფლის ხეები. 1900-2500 მ-ზე სუბალპური და ალპური მდელოებია. სუბნივალურ სარტყელში (2800-2900 მ-ზე ზემოთ) შიშველ კლდეებზე თითო-ოროლა ბალახოვანი მცენარეა, უფრო მაღლა კი ნივალური სარტყელია. ნაკრძალის დასავლეთ ნაწილში კოლხური ტიპის ქვეტყეა, სადაც ხარობს წყავი, შქერი, ბზა, ბაძგი, ივლი და თავგისარა.
ნააკრძალში ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია დასავლეთკავკასიური ჯიხვი, კავკასიური არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, კავკასიური ირემი, ტყისა და თეთრყელა კვერნა, წავი, წაულა, პრომეთესეული მემინდვრია და სხვა. ცდილობენ ადრე განადგურებული კავკასიური დომბის მოსენებას. წინათ აქ ჯიქიც ყოფილა. ნაკრძალში შედის აგრეთვე დიდი ახუნის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე განლაგებული ხოსტის რელიქტური ბზიანუთხოვრიანი კორომი (ფართობი 300 ჰა).

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/კავკასიის_ნარკძალი
Nearby cities:
კოორდინატები: 43°49'48"N 40°14'55"E
- რიწის სახელმწიფო ნაკრძალი 35 კმ
- ფსხუ - გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი 59 კმ
- ტებერდინის ნარკძალი 83 კმ
- ტებერდის ნარკძალი 108 კმ
- ნაციონალური ნარკძალი 175 კმ
- კოლხეთის ეროვნული პარკი 207 კმ
- ყაბარდო-ბალყარეთის ნარკძალი 223 კმ
- ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკი 289 კმ
- ჩრდილო ოსეთის ნაკრძალი 306 კმ
- ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 318 კმ
Array