ნავდარაანთკარის წმ. გიორგის ეკლესია (ნავდარაანთკარი)
Georgia /
Mtskheta-Mtianeti /
Zahesi /
ნავდარაანთკარი
World
/ Georgia
/ Mtskheta-Mtianeti
/ Zahesi
მსოფლიო / საქართველო / მცხეთა-მთიანეთის მხარე
მართლმადიდებლური ეკლესია
Add category
ნავდარაანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (12,4 X 8,05 მ), ნაგებია რიყის ქვით. მოგვიანებით ეკლესია შეუკეთებიათ: დარბაზი ახალი კამარით გადაუხურავთ, სამხრეთ კედელში გაჭრილი სარკმელი დაუდაბლებიათ და დაბალი თაღით გადაუხურავთ. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან არქიტრავითაა გადახურული, ხოლო გარედან ტიმპანი აქვს. აღმოსავლეთით მცირე მხრებით გამოყოფილი აფსიდია, რომლის ღერძზე ერთი ფართო სარკმელია. ერთი სარკმელი ეკლესიის სამხრეთ კედელშიცაა. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია კედლიდან გამოშვერილი საფეხურები.
ეკლესიას ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენი აქვს. იგი ეკლესიაზე მოკლეა. მინაშენში ეკლესიიდან შეიძლება შესვლა. მინაშენს აღმოსავლეთით ვიწრო სწორკუთხა სარკმელი აქვს, გადახურულია დამრეცი კამარით.
კომპლექსი მოიცავს წმ. გიორგის ეკლესიას და ღვთისმშობლის ნიშს:
1. წმ. გიორგის ეკლესია ( მე-6 ს-მე-7 სს) დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს (დასავლეთის კარი ეკლესიის აღდგენის დროს ამოუშენებიათ (ძველი გადაკეთებაა). კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან კი ტიმპანითაა დასრულებული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია (სარკმლები გადაკეთებულია). აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის კამარა მხრებზე გადასულ თაღს ებჯინება. დარბაზის სივრცე დაუნაწევრებელია. ტაძარს ჩრდილოეთიდან გვიანი მინაშენი აქვს, რომელში გასასვლელად ტაძრის ჩრდილოეთ კედელი გაურღვევიათ. მინაშენი სწორკუთხაა და ეკლესიაზე მოკლეა. აღმოსავლეთის კედელში მცირე სარკმელი აქვს. მინაშენს ცალფერდა გადახურვა აქვს.
2. ნიში ტაძრის ჩრდილოეთით, 10 მეტრში დგას. ადრე წმ. გიორგის სახელობის იყო, ახლა ღვთისმშობლის სახელობით იხსენიებენ. აგებულია რიყის ქვით (2.5X2.1 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში სახატე ნიშია გაკეთებული. გადახურულია დაბალი კამარით.
3. ტაძრის გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება.
სურათებით: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ნავდარაანთკარის_წმინდა_გიორგის_ეკლესია
Nearby cities:
კოორდინატები: 41°53'41"N 44°49'32"E
- ბიწმენდის მამათა სამონასტრო კომპლექსი 4.9 კმ
- წმ.ილია მართლის ეკლესია და მამათა და დედათა მონასტრები 5.3 კმ
- ზედაზნის მონასტერი 5.7 კმ
- სამთავროს დედათა მონასტერი 10 კმ
- გლდანის წმ.გიორგის ეკლესია 10 კმ
- დავათის დედაღვთისმშობლის კომპლექსი 10 კმ
- ივერიის ღვთისმშობლის ხატის სავანის ეკლესია და მამათა მონასტერი 13 კმ
- მონასტრის ტერიტორია 13 კმ
- მარტყოფის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი 14 კმ
- მარტყოფის ყოველთა წმინდათას მამათა მონასტერი (ავთადარიანი) 16 კმ
- ნავდარაანთკარის თემი 0.8 კმ
- გალავნის თემი 3 კმ
- საბადურის ტყე 7.4 კმ
- თბილისის ეროვნული პარკი 7.5 კმ
- მცხეთის მუნიციპალიტეტი 7.7 კმ
- ღულელების თემი 9 კმ
- იალნოს ქედი 13 კმ
- ერწო 14 კმ
- თიანეთის მუნიციპალიტეტი 33 კმ
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი 36 კმ