Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

Tsutskhvati

Georgia / Imereti / Tkibuli /
 Upload a photo

ცუცხვათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ოკრიბა-არგვეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით, ზღვის დონიდან 460 მეტრზე. უახლესი რკინისგზის სადგურია ორპირი.
სოფელში არის უთხოვარის კორომი, მოედინება მინერალური წყალი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.
სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ხანის ნასახლარი ცუცხვათის მღვიმე, მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსი, რომელსაც იხსენიებენ მაღაროს სახელითაც.
ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელი წარმოშობილია ცაცხვისაგან ("ცაცხლათი"). წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. XVIII საუკუნეში ცუცხვათში დიდ მამულებს ფლობდნენ თავადი მესხორაძეები. 1712 წელს მესხორაძეებს შესაშური მასპინძლობა გაუწევიათ მეფე გიორგი V-ისათვის,რომელმაც მესხორაძეებს გადასცა ციხისთაობა და ცუცხვათის ციხე.
ციხე 1721 წელს ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს გაათავისუფლა სოლომონ პირველმა, ხოლო იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ციხე-სიმაგრე დაანგრიეს. ამჟამად შემორჩენილია ციხის კოშკისა და გალავნის ნაშთები
Nearby cities:
Coordinates:   42°17'19"N   42°51'43"E
  •  152 km
  •  358 km
  •  470 km
  •  578 km
  •  628 km
  •  742 km
  •  767 km
  •  769 km
  •  775 km
  •  942 km
This article was last modified 3 years ago