წმ. პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის ეკლესია და მამათა მონასტერი (თბილისი)

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Zahesi / თბილისი
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

ავჭალის ჩრდილოეთით,პეტრეს მთაზე მდგარი ეკლესია დარბაზულია (11 X 6,7 მ), ნაგებია ქვიშაქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა კარი შიგნით და გარეთ არქიტრავით არის გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. აფსიდის წინ 0,4 მეტრზე ქვის კანკელი დგას (შემორჩენილია 1 მეტრის სიმაღლეზე). კამარის შეკიდული საბჯენი თაღი აგურისაა. იგი ქვის კრონშტეინებს ეყრდნობა. კონქის და კამარის ზედა სივრცე შენობის მთელ სიგრძეზე შეკრულია პილასტრებით, რომლებიც სახურავის კეხის საბჯენის როლს ასრულებენ. ეკლესიის თაროსებრ ლავგარდანს ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონია.
ეკლესიის გვერდით აღმართულია დიდი ჯვარია.აქვეა მამათა მონასტერი.ირგვლივ იშლება ლამაზი პანორამული ხედები.
იხ.სურათით " პეტრე მოციქულის ეკლესია" : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°50'6"N   44°47'26"E
  •  16 კმ
  •  520 კმ
  •  622 კმ
  •  735 კმ
  •  749 კმ
  •  787 კმ
  •  887 კმ
  •  900 კმ
  •  1029 კმ
  •  1085 კმ
This article was last modified 3 წლის წინ